დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6387-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020140.05.001.016803 |
საქართველოს კანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციებს:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;
ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.“;
ბ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საქართველოს დროშით მცურავი გემის (გარდა ნიჩბიანი ნავისა და მოტორიანი ნავისა) რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) − 80 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში დამატებული:
| გემის საერთო ტევადობა | საფასური საერთო ტევადობის 1 ერთეულზე (GRT–ბრუტო (მოცულობითი) რეგისტრული ტონა) |
| <=500 (GRT) | 1.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
| 501–5000 (GRT) | 0.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
| 5001–10000 (GRT) | 0.22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
| 10001–50000 (GRT) | 0.13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
| >=50000 (GRT) | 0.07 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
| იახტები და კატარღები (სანაპირო ნაოსნობის) | 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
| იახტები და კატარღები (საოკეანო ნაოსნობის) | 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 5 ივნისი.
№6387- Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები