დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 31/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.020.140.05.001.002.257 |
საქართველოს კანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 60 ლარი;
ბ) საქართველოს შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 50 ლარი;
გ) ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 40 ლარი;
დ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;
ე) შემოქმედებითი კავშირის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) საწარმოს რეგისტრაცია:
ა.ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 60 ლარი;
ა.ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 80 ლარი;
ა.გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 160 ლარი;
ა.დ) სააქციო საზოგადოებისა – 360 ლარი;
ა.ე) კოოპერატივისა – 120 ლარი;
ბ) საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%;
გ) საწარმოს წესდებაში ან მისი ფილიალის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
დ) საწარმოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის რეგისტრაცია – მისი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
ე) საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 20%;
ვ) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის რეგისტრაცია – შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებელი.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. საქართველოს საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) კავშირის (ასოციაციის), ფონდის რეგისტრაცია – 60 ლარი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებული კავშირის (ასოციაციის), ფონდის ფილიალის რეგისტრაცია – კავშირის (ასოციაციის), ფონდის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%;
გ) უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (განურჩევლად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ფილიალის რეგისტრაცია – 40 ლარი;
დ) ფონდის, კავშირის (ასოციაციის), მათი ფილიალების, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.“.
2. 81 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3141–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები