დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1496 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/06/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 26/06/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.140.05.001.001.084 |
საქართველოს კანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ.43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 პუნქტის:
ბ.ა) დასაწყისში დაემატოს შემდეგი წინადადება:
„მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს მიწის აგეგმვით სამუშაოებს, საბუთების, სარეგისტრაციო მოწმობებისა და საკადასტრო რუკების მომზადებას და გაცემას, აგრეთვე პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ღონისძიებას და სრულდება სახელმწიფოს დაფინანსებით ან მიზნობრივად მოზიდული კრედიტების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების ხარჯზე, ხორციელდება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარეშე.“;
ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მიწის აგეგმვითი სამუშაოების ჩატარებას,“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. გარდამავალი დებულება
სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ამ უფლებათა მარეგისტრირებელ/აღმრიცხველ დაწესებულებებში არსებული ყველა ინფორმაცია დამოწმებული სახით, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, სასამართლოებს, ასევე მიწის რეგისტრაციის სისტემის ხელშემწყობ იურიდიულ პირებს.“.
მუხლი 2.
ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2002 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 7 ივნისი.
№1496_IIს
დოკუმენტის კომენტარები