სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

  • Word
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 26/04/2002
სარეგისტრაციო კოდი 210.020.140.05.001.001.053
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1356
10/04/2002
სსმ, 9, 26/04/2002
210.020.140.05.001.001.053
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (11/07/2007 - 20/11/2007)

საქართველოს კანონი

სარეგისტრაციო 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს კანონით დადგენილ რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი გადახდევინების წესსა და ვადებს.

    მუხლი 2. სარეგისტრაციო მოსაკრებლის ცნება და გადამხდელები

სარეგისტრაციო მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და პროდუქციით და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ მათთვის გაწეული მომსახურებისათვის.

    მუხლი 3. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. რეგისტრაციის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებელი.

2. დაუშვებელია პირისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების დაკისრება.

3. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება რეგისტრაციამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის მიხედვით.

5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

6. რეგისტრაციის მაძიებელი ვალდებულია სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად წარუდგინოს სარეგისტრაციო ორგანოს.

7. სარეგისტრაციო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №891 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.42

    მუხლი 4. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი

1. სარეგისტრაციო ორგანო პირს უარს ეუბნება რეგისტრაციაზე, თუ:

ა) წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს შესაბამისი რეგისტრაციისათვის დადგენილ ნორმებს;

ბ) წარდგენილი პროდუქცია და საქონელი არ აკმაყოფილებს შესაბამისი რეგისტრაციისათვის დადგენილ ნორმებს.

2. ზედმეტად გადახდილი თანხა რეგისტრაციის მაძიებელს უბრუნდება სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მისი წერილობითი განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

    მუხლი 5. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება

1. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (მისი გადახდისგან გათავისუფლება) წესდება მხოლოდ ამ კანონით.

2. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური შეღავათების დაწესება დაუშვებელია.

    მუხლი 6. სარეგისტრაციო მოსაკრებელთან დაკავშირებული სადავო საკითხის გადაწყვეტის წესი

1. სარეგისტრაციო მოსაკრებელთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს პირს სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

    მუხლი 7. სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახეები და განაკვეთები; რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებები

1. ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახორციელებს ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობაა ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.5%.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 60 ლარი;

ბ) საქართველოს შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 50 ლარი;

გ) ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 40 ლარი;

დ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;

ე) შემოქმედებითი კავშირის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) მსუბუქი ავტომანქანის ძარის გადაფორმება – 40 ლარი;

ბ) სატვირთო ავტომანქანის კაბინის ან ჩარჩოს გადაფორმება – 32 ლარი;

გ) ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ან ავტობუსის ძარის გადაფორმება – 63 ლარი;

დ) სატრანსპორტო საშუალების ძრავის გადაფორმება – 38 ლარი.

4. საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 15 ლარს.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) (ამოღებულია);

 

 

ბ) საწარმოო წესით დამზადებული ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატების (ცილოვანი, პრემიქსი, პრობიოტიკი და სხვა) რეგისტრაცია:

-

400 ლარი;

 

გ) (ამოღებულია);

 

 

დ) (ამოღებულია);

 

 

ე) (ამოღებულია);

 

 

ვ) (ამოღებულია);

 

 

ზ) (ამოღებულია);

 

 

თ) პესტიციდების ახალი მოქმედი ნივთიერებების რეგისტრაცია:

 

 

თ.ა) ფუნგიციდის:

 

 

თ.ა.ა) I კულტურათა ჯგუფისა

3545 ლარი;

თ.ა.ბ) II კულტურათა ჯგუფისა

3835 ლარი;

თ.ბ) ინსექტოაკარიციდის:

 

 

თ.ბ.ა) I კულტურათა ჯგუფისა

3570 ლარი;

თ.ბ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა   

3960 ლარი;

თ.გ) ჰერბიციდის და ზრდის რეგულატორების:

 

 

თ.გ.ა) I კულტურათა ჯგუფისა

3145 ლარი;

თ.გ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა

3400 ლარი;

თ.დ) ნემატიციდის, თესლის შესაწამლის, როდენტიციდის, ფერომონის

3225 ლარი;

ი) პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია:

 

 

ი.ა) ფუნგიციდის:

 

 

ი.ა.ა) I კულტურათა ჯგუფისა

2285 ლარი;

ი.ა.ბ) II კულტურათა ჯგუფისა

2455 ლარი;

ი.ბ) ინსექტოაკარიციდის:

 

 

ი.ბ.ა) I კულტურათა ჯგუფისა 

2350 ლარი;

ი.ბ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა

2560 ლარი;

ი.გ) ჰერბიციდის და ზრდის რეგულატორების:

 

 

ი.გ.ა) I კულტურათა ჯგუფისა 

2160 ლარი;

ი.გ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა

2255 ლარი;

ი.დ) ნემატიციდის, თესლის შესაწამლის, როდენტიციდის, ფერომონის

2210 ლარი;

კ) პესტიციდების ანალოგების და რეგისტრირებული მოქმედი ნივთიერებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების რეგისტრაცია

1285 ლარი;

ლ) რეგისტრირებული პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯგუფების რეგისტრაცია:

 

 

ლ.ა) ფუნგიციდის:

 

 

ლ.ა.ა) I კულტურათა ჯგუფისა     

1335 ლარი;

ლ.ა.ბ) II კულტურათა ჯგუფისა   

1460 ლარი;

ლ.ბ) ინსექტოაკარიციდის:

 

 

ლ.ბ.ა) I კულტურათა ჯგუფისა

1390 ლარი;

ლ.ბ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა

1545 ლარი;

ლ.გ) ჰერბიციდის და ზრდის რეგულატორების:

 

 

ლ.გ.ა) I კულტურათა ჯგუფისა

1290 ლარი;

ლ.გ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა        

1345 ლარი;

ლ.დ) ნემატიციდის, თესლის შესაწამლის, როდენტიციდის, ფერომონის

1340 ლარი;

მ) პესტიციდების შემოკლებული ვადით (ანუ დროებითი) რეგისტრაცია:

 

 

მ.ა) ფუნგიციდის:

 

 

მ.ა.ა) I კულტურათა ჯგუფისა

1770 ლარი;

მ.ა.ბ) II კულტურათა ჯგუფისა

1920 ლარი;

მ.ბ) ინსექტოაკარიციდის:

 

 

მ.ბ.ა) I კულტურათა ჯგუფისა      

1785 ლარი;

მ.ბ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა

1980 ლარი;

მ.გ) ჰერბიციდის და ზრდის რეგულატორების:

 

 

მ.გ.ა) I კულტურათა ჯგუფისა 

1575 ლარი;

მ.გ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა

1700 ლარი;

მ.დ) ნემატიციდის, თესლის შესაწამლის, როდენტიციდის, ფერომონის

1610 ლარი;

ნ) პესტიციდების ხელახალი რეგისტრაცია    

 

560 ლარი.

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) სამკურნალო საშუალების, გენერიკული და კვლავწარმოებული სამკურნალო საშუალების, სისხლის პრეპარატის, იმუნობიოლოგიური პრეპარატის რეგისტრაცია – 2500 ლარი;

ბ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) სამკურნალო საშუალების, გენერიკული და კვლავწარმოებული სამკურნალო საშუალების, სისხლის პრეპარატის, იმუნობიოლოგიური პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია – 2000 ლარი;

გ) პარასამკურნალო საშუალების რეგისტრაცია – 500 ლარი;

დ) პარასამკურნალო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია – 300 ლარი;

ე) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების რეგისტრაცია – 400 ლარი;

ვ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია – 200 ლარი;

ზ) რადიოფარმაცევტული საშუალების რეგისტრაცია – 600 ლარი;

თ) რადიოფარმაცევტული საშუალების ხელახალი რეგისტრაცია – 400 ლარი;

ი) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების რეგისტრაცია – 400 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის რეგისტრაცია – დამატებით 10 ლარი;

კ) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების ხელახალი რეგისტრაცია – 200 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის ხელახალი რეგისტრაცია – დამატებით 10 ლარი;

ლ) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების რეგისტრაცია – 500 ლარი;

მ) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების ხელახალი რეგისტრაცია – 300 ლარი;

ნ) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის რეგისტრაცია – 600 ლარი;

ო) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ხელახალი რეგისტრაცია – 400 ლარი;

პ) ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაცია – 1000 ლარი;

ჟ) ვეტერინარული პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია – 700 ლარი;

რ) სტომატოლოგიური მასალის რეგისტრაცია – 600 ლარი;

ს) სტომატოლოგიური მასალის ხელახალი რეგისტრაცია – 400 ლარი;

ტ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია – 1000 ლარი;

უ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია – 330 ლარი;

ფ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია – 250 ლარი;

ქ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია – 500 ლარი;

ღ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია – 170 ლარი;

ყ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია – 125 ლარი;

შ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში II რიგის ცვლილებების რეგისტრაცია – 200 ლარი.    

7. საქართველოს საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) საწარმოს რეგისტრაცია:

ა.ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 60 ლარი;

ა.ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 80 ლარი;

ა.გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 160 ლარი;

ა.დ) სააქციო საზოგადოებისა – 360 ლარი;

ა.ე) კოოპერატივისა – 120 ლარი;

ბ) საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%;

გ) საწარმოს წესდებაში ან მისი ფილიალის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;

დ) საწარმოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის რეგისტრაცია – მისი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;

ე) საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 20%;

ვ) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის რეგისტრაცია – შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებელი.

71. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია – 60 ლარი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაცია – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%;

გ) უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (განურჩევლად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ფილიალის რეგისტრაცია – 40 ლარი;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილიალის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის წესდებაში ან დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა – შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.

8. (ამოღებულია).

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) სახელობითი დამღის შიფრისა და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და ტვიფრის ერთი ცალის რეგისტრაცია – 15 ლარი;

ბ) სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრის ერთი ცალის ყოველწლიური რეგისტრაცია–10 ლარი.“.

საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72

საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2101 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.61

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1440 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.168

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1808 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.242

საქართველოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1919 - სსმ I, №45, 01.11.2005 წ., მუხ.309

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2136 - სსმ I, №50, 01.12.2005 წ., მუხ.334

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2570 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.461

საქართველოს 2006 წლის 28 პარილის კანონი №2959 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.109

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3141 - სსმ I, №18, 31.05.2006 წ., მუხ.135

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3989 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.356

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4201 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.12

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4309 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.34

საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4999 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.233

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5267 - სსმ I, №30, 30.07.2007 წ., მუხ.338

    მუხლი 8. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება

სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) I და II რიგის მემკვიდრეები ნოტარიალური წესით ჩუქებითა და მემკვიდრეობით მიღებული ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ძირითადი ქონების რეგისტრაციისას, აგრეთვე მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1193 - სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ.102

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1808 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.242

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3882 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.324

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4309 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.34

    მუხლი 81. გარდამავალი დებულება

1. სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ამ უფლებათა მარეგისტრირებელ/აღმრიცხველ დაწესებულებებში არსებული ყველა ინფორმაცია დამოწმებული სახით, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, სასამართლოებს, ასევე მიწის რეგისტრაციის სისტემის ხელშემწყობ იურიდიულ პირებს.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2004 წლის 1 ნოემბრამდე მოამზადოს კანონპროექტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3141 - სსმ I, №18, 31.05.2006 წ., მუხ.135

საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4999 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.233

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ) „საწარმოთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 11 აპრილის №196 დადგენილება;

გ) „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების, მართვის მოწმობებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების, გაცემისა და აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 მაისის №139 განკარგულება;

დ) „სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების საგზაო პოლიციაში მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია-მომსახურების ტარიფების ნუსხა“, დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 9 ივლისის №587 ბრძანებით, 1996 წლის 19 აგვისტოს №693 ბრძანებითა და 1997 წლის 30 აპრილის №215 ბრძანებით;

ე) „ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება;

ვ) „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემაში კულტურულ ფასეულობათა ექსპერტიზის, გატანა-შემოტანის რეგულირების სამმართველოს შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 6 დეკემბრის №747 დადგენილება;

ზ) „სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან საბაჟო კონტროლის ზონებში, ტერმინალებში განთავსებული ხარისხის ინსპექციების მიერ ექსპორტ-იმპორტის დროს გაწეული ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი“ და „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის პრეისკურანტი“, დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 11 დეკემბრის №2-424 ბრძანებით;

თ) „საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესები“, დამტკიცებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 17 სექტემბრის №360/ო ბრძანებით;

ი) „მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 10 აპრილი.

№1356-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72

2. საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2101 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.61

3. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77

4. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №891 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.42

5. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1193 - სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ.102

6. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1440 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.168

7. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1808 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.242

შეცდომის გასწორება: სსმ I, №37, 14.07.2005 წ., გვ.18

8. საქართველოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1919 - სსმ I, №45, 01.11.2005 წ., მუხ.309

9. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2136 - სსმ I, №50, 01.12.2005 წ., მუხ.334

10. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2570 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.461

11. საქართველოს 2006 წლის 28 პარილის კანონი №2959 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.109

12. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3141 - სსმ I, №18, 31.05.2006 წ., მუხ.135

13. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3882 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.324

14. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3989 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.356

15. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4201 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.12

16. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4309 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.34

17. საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4999 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.233

18. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5267 - სსმ I, №30, 30.07.2007 წ., მუხ.338

45. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3875-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 44. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3343-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 43. 14/12/2022 - საქართველოს კანონი - 2292-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 42. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1795-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 41. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 388-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 40. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6970-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 39. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6811-რს - ვებგვერდი, 22/07/2020 38. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3318-რს - ვებგვერდი, 07/08/2018 37. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3111-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 36. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1905-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 35. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1637-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 34. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5435-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 33. 27/05/2016 - საქართველოს კანონი - 5145-IIს - ვებგვერდი, 04/06/2016 32. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6387-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 31. 13/03/2012 - საქართველოს კანონი - 5787-Iს - ვებგვერდი, 19/03/2012 30. 28/10/2011 - საქართველოს კანონი - 5167-IIს - ვებგვერდი, 111111013, 11/11/2011 29. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5016-რს - ვებგვერდი, 110714029, 14/07/2011 28. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5013-რს - ვებგვერდი, 110714026, 14/07/2011 27. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4213-Iს - ვებგვერდი, 110310020, 10/03/2011 26. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3746-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 25. 12/02/2010 - საქართველოს კანონი - 2561 - სსმ, 6, 22/02/2010 24. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1976 - სსმ, 35, 19/11/2009 23. 10/08/2009 - საქართველოს კანონი - 1591 - სსმ, 26, 27/08/2009 22. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 852 - სსმ, 40, 29/12/2008 21. 18/06/2008 - საქართველოს კანონი - 26 - სსმ, 11, 04/07/2008 20. 07/03/2008 - საქართველოს კანონი - 5799 - სსმ, 6, 25/03/2008 19. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5461 - სსმ, 40, 03/12/2007 18. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5267 - სსმ, 30, 30/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 20/06/2007 - საქართველოს კანონი - 4999 - სსმ, 26, 11/07/2007 16. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4309 - სსმ, 2, 04/01/2007 15. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4201 - სსმ, 1, 03/01/2007 14. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3989 - სსმ, 48, 22/12/2006 13. 08/12/2006 - საქართველოს კანონი - 3882 - სსმ, 48, 22/12/2006 12. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3141 - სსმ, 18, 31/05/2006 11. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2959 - სსმ, 15, 16/05/2006 10. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2570 - სსმ, 59, 31/12/2005 9. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2136 - სსმ, 50, 01/12/2005 8. 11/10/2005 - საქართველოს კანონი - 1919 - სსმ, 45, 01/11/2005 7. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1808 - სსმ, 36, 11/07/2005 6. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1440 - სსმ, 25, 02/06/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1193 - სსმ, 15, 19/04/2005 4. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 891 - სსმ, 6, 19/01/2005 3. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 191 - სსმ, 19, 15/07/2004 2. 23/04/2003 - საქართველოს კანონი - 2101 - სსმ, 12, 21/05/2003 1. 07/06/2002 - საქართველოს კანონი - 1496 - სსმ, 18, 26/06/2002 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას