შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 20/01/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.649
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1/ნ
13/01/2003
სსმ, 9, 20/01/2003
470.230.000.11.119.005.649
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2003 - 27/02/2007)

სახელმწიფო სარეგიტრაციო კოდი 470.230.000.11.112.005.649

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №1/

2003 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის და 63-ე მუხლის ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

დამტკიცდეს ინსტრუქცია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ” (დანართი 1).

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

ინსტრუქცია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა, ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება მისი სოციალური დაცვა.

    მუხლი 2

1. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა გამოიხატება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვაში.

2. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის შემთხვევაში.

    მუხლი 3

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს (შემდგომში – ბიურო).

    მუხლი 4

პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალური, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. მხედველობაში მიიღება დაავადების ხასიათი, ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა ფუნქციურ დარღვევათა ხარისხი, მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობა, კლინიკური და შრომითი პროგნოზი, სოციალური ადაპტაციის შესაძლებლობები, პროფესია, შრომის კონკრეტული პირობები და ხასიათი.

    მუხლი 5

ბიუროში პირის შემოწმებისას ხდება მისი კლინიკურ-შრომითი ანამნეზის შეკრება, გასინჯვა, ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტების შესწავლა-გაანალიზება. საჭიროებისას, დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენის მიზნით, ავადმყოფი იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი გამოკვლევისათვის, ან გამოთხოვილ იქნება საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებებიდან, საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ექსპერიტიზის ჩატარებისას ბიუროს ექიმი-ექსპერტები ვალდებულნი არიან დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და დეონტოლოგიის პრინციპები.

თავი II

ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების დარღვევის კატეგორიები

    მუხლი 6

1. ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების დარღვევას განეკუთვნება:

ა) ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, ემოცია, მეტყველება);

ბ) სენსორული ფუნქციის დარღვევა (მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეგრძნება);

გ) დინამიურ-სტატიკური ფუნქციის დარღვევა (გადაადგილება, დგომა და ა.შ.);

დ) სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის, საჭმლის მონელების, გამოყოფის, ნივთიერებათა ცვლის, შინაგანი სეკრეციის ფუნქციების დარღვევა.

2. ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების დარღვევა განისაზღვრება შემდეგი ხარისხით:

ა) პირველი ხარისხი – ფუნქციების უმნიშვნელოდ გამოხატული დარღვევა;

ბ) მეორე ხარისხი – ფუნქციების ზომიერად გამოხატული დარღვევა;

გ) მესამე ხარისხი – ფუნქციების მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევა;

დ) მეოთხე ხარისხი – ფუნქციების მკვეთრად გამოხატული დარღვევა.

თავი III

ქმედობაუნარიანობის და ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ძირითადი კატეგორიები

    მუხლი 7

1. ქმედობაუნარიანობის ძირითად კატეგორიებს განეკუთვნება:

ა) თვითმომსახურების უნარი (ადამიანის მიერ ძირითადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობის და პირადი ჰიგიენის ჩვევების შესრულების უნარი);

ბ) გადაადგილების უნარი (სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილების, მექანიკური წინააღმდეგობების გადალახვის, საყოფაცხოვრებო, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ფარგლებში სხეულის წონასწორობის შენარჩუნების უნარი);

გ) სწავლის უნარი (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და ა.შ. ცოდნის მიღების, სოციალური, კულტურული და საყოფაცხოვრებო ჩვევების ათვისების უნარი);

დ) შრომითი საქმიანობის უნარი (სამუშაოს ხასიათის, მოცულობისა და პირობების მოთხოვნების შესაბამისად სამუშაოს შესრულების უნარი);

ე) ორიენტაციის უნარი (დროში და გარემო-სივრცეში გარკვევის, გარემოდან ისეთი სიგნალების მიღების, როგორიცაა დანახვა, მოსმენა, შეხება, მეტყველება, ყნოსვა და ამ სიგნალების ასიმილაციის მეშვეობით საპასუხო რეაქციის გამოხატვის უნარი);

ვ) ურთიერთობის უნარი (ინფორმაციის მიღების, აღქმის, ანალიზისა და გადაცემის გზით ადამიანებთან კონტაქტის დამყარების უნარი);

ზ) თვითკონტროლის უნარი (სოციალურ-სამართლებრივი ნორმების ფარგლებში ქცევის და თავის მოქმედებაზე კონტროლის უნარი).

2. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორიები სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება შემდგეგი ხარისხით:

ა) თვითმომსახურების უნარის შეზღუდვა:

ა.ა) პირველი ხარისხი – თვითმომსახურების უნარი დამხმარე საშუალებების გამოყენებით;

ა.ბ) მეორე ხარისხი – თვითმომსახურების უნარი დამხმარე საშუალებების გამოყენებით და/ან სხვა პირთა დახმარებით;

ა.გ) მესამე ხარისხი – თვითმომსახურების შეუძლებლობა და სრული დამოკიდებულება სხვა პირთა დახმარებაზე.

ბ) დამოუკიდებელად გადაადგილების უნარის შეზღუდვა:

ბ.ა) პირველი ხარისხი – დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი ჩვეულებრივზე მეტი დროის დანახარჯით, მანძილის შემცირებით და გადაადგილების დანაწევრებით;

ბ.ბ) მეორე ხარისხი – დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დამხმარე საშუალებების გამოყენებით და/ან სხვა პირთა დახმარებით;

ბ.გ) მესამე ხარისხი – დამოუკიდებლად გადაადგილების შეუძლებლობა და სრული დამოკიდებულება სხვა პირთა დახმარებაზე.

გ) სწავლის უნარის შეზღუდვა:

გ.ა) პირველი ხარისხი – სწავლის უნარი საერთო ტიპის სასწავლებელში სწავლის პროცესის სპეციალური რეჟიმის დაცვით და დამხმარე საშუალებების გამოყენებით ან სხვა პირთა დახმარებით;

გ.ბ) მეორე ხარისხი – სწავლის უნარი მხოლოდ სპეციალურ სასწავლო დაწესებულებაში ან ბინაზე სწავლება სპეციალური პროგრამებით;

გ.გ) მესამე ხარისხი – სწავლის შეუძლებლობა.

დ) შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვა:

დ.ა) პირველი ხარისხი – შრომითი საქმიანობის შესრულების უნარი კვალიფიკაციის დაქვეითების ან სამუშაოს მოცულობის შემცირების პირობებში ან თავისი პროფესიით მუშაობის შეუძლებლობა;

დ.ბ) მეორე ხარისხი – შრომითი საქმიანობის შესრულების უნარი სპეციალურად შექმნილ პირობებში (სპეციალიზებული საწარმო, საამქრო, უბანი, ბინაზე შრომა) ან ჩვეულბრივ საწარმოო პირობებში სპეციალურად მოწყობილ სამუშაო ადგილზე დამხმარე საშუალებების გამოყენებით და/ან სხვა პირთა დახმარებით;

დ.გ) მესამე ხარისხი – შრომითი საქმიანობის შეუძლებლობა.

ე) ორიენტაციის უნარის შეზღუდვა:

ე.ა) პირველი ხარისხი – ორიენტაციის უნარი დამხმარე საშუალებების გამოყენებით;

ე.ბ) მეორე ხარისხი – ორიენტაციის უნარი სხვა პირთა დახმარებით;

ე.გ) მესამე ხარისხი – ორიენტაციის უნარის დაკარგვა (დეზორიენტაცია).

ვ) ურთიერთობის უნარის შეზღუდვა:

ვ.ა) პირველი ხარისხი – ურთიერთობის უნარი, რომელიც ხასიათდება ადამიანებთან ურთიერთობისას ინფორმაციის მიღების, გადამუშავების, ათვისების, გადაცემის სიჩქარისა და მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირებით;

ვ.ბ) მეორე ხარისხი – ურთიერთობის უნარი მხოლოდ დამხმარე საშუალებების გამოყენებით და/ან სხვა პირთა დახმარებით;

ვ.გ) მესამე ხარისხი – ურთიერთობის უნარის დაკარგვა.

ზ) თვითკონტროლის უნარის შეზღუდვა:

ზ.ა) პირველი ხარისხი – სოციალურ-სამართლებრივი ნორმების ფარგლებში ქცევის და თავის მოქმედებაზე კონტროლის ნაწილობრივი დაქვეითება;

ზ.ბ) მეორე ხარისხი – ქცევისა და თავის მოქმედებაზე კონტროლის უნარის შენარჩუნება მხოლოდ სხვა პირთა დახმარებით;

ზ.გ) მესამე ხარისხი – თავის მოქმედებაზე და ქცევაზე კონტროლის უნარის დაკარგვა.

თავი IV

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმები

    მუხლი 8

1. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით დგინდება მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.

2. მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის კრიტერიუმს წარმოადგენს დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი და მკვეთრი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატულ შეზუდვას და მუდმივი გარეშე მოვლის, დახმარების ან მეთვალყურეობის საჭიროებას.

3. ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატულ შეზღუდვას წარმოადგენს:

ა) თვითმოსახურების უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის;

ბ) გადაადგილების უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის;

გ) შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვა – მესამე ან მეორე ხარისხის;

დ) ორიენტაციის უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის;

ე) ურთიერთობის უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის;

ვ) თვითკონტროლის უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის.

4. მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის კრიტერიუმს წარმოადგენს დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი და მნიშვნელოვანი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდვას.

5. ქმედობაუნარიანობის მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდვას წარმოადგენს:

ა) თვითმომსახურების უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის;

ბ) გადაადგილების უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის;

გ) შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვა – მესამე ან მეორე ხარისხის;

დ) სწავლის უნარის შეზღუდვა – მესამე ან მეორე ხარისხის;

ე) ორიენტაციის უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის;

ვ) ურთიერთობის უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის;

ზ) თვითკონტროლის უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის.

6. ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის კრიტერიუმს წარმოადგენს დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი და ზომიერი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის ზომიერად გამოხატულ შეზღუდვას.

7. ქმედობაუნარიანობის ზომიერად გამოხატულ შეზღუდვას წარმოადგენს:

ა) თვითმომსახურების უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;

ბ) გადაადგილების უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;

გ) შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;

დ) სწავლის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;

ე) ორიენტაციის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;

ვ) ურთიერთობის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;

ზ) თვითკონტროლის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის.

8. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში მითითებული ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ცალკე ერთი ან ერთობლივად რამდენიმე კატეგორიის არსებობა.

9. ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ქმეოდობაუნარიანობის შეზღუდვის რომელიმე კატეგორიის შერწყმა პირველი ხარისხის შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვასთან, გარდა მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დაავადებებისა და დეფექტებისა.

თავი V

სანიმუშო (სამაგალითო) ნუსხა დაავადებების, ანატომიური და გონებრივი დეფექტებისა, რომლებიც წარმოადგენენ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს. გადამოწმების ვადები.

    მუხლი 9

1. მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) ან ბიუროში 5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოთ წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) გულის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის მესამე ხარისხის ქრონიკული უკმარისობით (უვადოდ);

ბ) ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა მესამე ხარისხის (უვადოდ);

გ) თირკმლების ქრონიკული უკმარისობა მესამე ხარისხის (უვადოდ);

დ) ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი, ასციტი (უვადოდ);

ე) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები ტერმინალურ სტადიაში – მეოთხე კლინიკური ჯგუფი (უვადოდ);

ვ) ტეტრაპლეგია, ტრიპლეგია, ჰემიპლეგია, ზომიერად გამოხატული ტეტრაპარეზი, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზი, მიოპათიები მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით (უვადოდ);

ზ) მოძრაობის კორდინაციის მკვეთრად გამოხატული მოშლა: ატაქსია, ჰიპერკინეზული სინდრომი, ამიოსტატიკური სინდრომი (უვადოდ);

თ) თავის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული ტოტალური აფაზია (უვადოდ);

ი) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ორივე თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე უკეთმხედველ თვალში 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე (უვადოდ);

) ნებისმიერი ეტიოლოგიის ჭკუასუსტობა (უვადოდ );

) გონებრივი განვითარების ღრმა ან მძიმე ჩამორჩენაილობაიდიოტიის ან მკვეთრად გამოხატული იმბეცილობის ხარისხში (უვადოდ );

) შიზოფრენია , გახანგრძლივებული ქვემწვავე მიმდინარეობით , აგრესიისა და იმპულსური ქცევებისადმი მიდრეკილებით ან კანდინსკლერამბოს სინდრომით (5 წლის დაკვირვების შემდეგუვადოდ ).

) მწვავე ლეიკოზი (უვადოთ );

) ქრონიკული ლეიკოზი , ტერმინალური სტადია , ბლასტური კრიზებით (უვადოდ );

) მიელომური დაავადება IV სტადია (უვადოდ );

) არაჰოჩკინის ლიმფომა IV-V სტადია (უვადოდ );

) ჰოჩკინის ლიმფომა IV სტადია , პროგრესირებადი , ინტოქსიკაციით და კახექსიით (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ );

) ჭეშმარიტი პოლიციტემია (ვაკეზის დაავადებაერითრემია ) ტერმინალური სტადია (უვადოდ );

) ჰიპოაპლაზიური ანემია (მაკრიაფალამიკელის დაავადება ) ტერმინალური სტადია (უვადოდ );

უ) ჰემოფილია, მძიმე ფორმა (უვადოდ);

ფ)ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებები, ქრონიკული არტერიული უკმარისობა IV სტადია (თითების ნეკროზი, წყლულები, პრეგანგრენა ან განგრენა) (უვადოდ);

ქ)ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა III ხარისხის – შეუხორცებელი მრავლობითი ტროფიკული წყლულები (უვადოდ);

ღ) ქვედა კიდურების ქრონიკული ლიმფური უკმარისობა III ხარისხის – სპილოვნება, ლიმფორეა (უვადოდ);

ყ) ბარძაყის ტაკვი და მეორე ქვედა კიდურის ქრონიკული არტერიული უკმარისობა III სტადია ან ქრონიკული ვენური უკმარისობა II-III ხარისხი ან ქრონიკული ლიმფური უკმარისობა II-III ხარისხი (უვადოდ).

შ) ბარძაყის ტაკვი შერწყმული მეორე ქვედა კიდურის წვივის ტაკვთან ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციასთან (უვადოდ);

ჩ) ბარძაყის ტაკვი შერწყმული მტევნის ყველა თითების უქონლობასთან ან ამავე თითების ანკილოზთან ან მკვეთრად გამოხატულ კონტრაქტურასთან ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში ან ზედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაციასთან (უვადოდ);

ც) ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის შეზღუდვა 10°-მდე) (უვადოდ).

ძ) ორივე მტევნის ოთხი თითის უქონლობა პირველი თითის ჩათვლით, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში, ან ზედა კიდურების უფრო მაღალი დონის ამპუტაციები (უვადოდ);

2. მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ), ბიუროში 5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ, გადამოწმების ვადით, წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) გულის დაავადებები სისხლის მიმოქცევის IIბ უკმარისობით (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

ბ) სტენოკარდია, IV ფუნქციური კლასი (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

გ) მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი, კორონალური უკმარისობის ფონზე III ფუნქციური კლასი (გადამოწმების ვადით);

დ) ჰიპერტონული დაავადება II სტადია, ხშირი, მძიმე კრიზებით (გადამოწმების ვადით);

ე) გულის ანევრიზმა (უვადოდ);

ვ) კარდიოსტიმულატორის არსებობა (უვადოდ);

ზ) ბრონქული ასთმა, მძიმე ფორმა (ფილტვების ემფიზემა, სუნთქვის უკამრისობა II ხარისხის) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

თ) ბრონქოექტაზიური დაავადება III სტადია (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

ი) ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ხშირი გამწვავებებით, ფილტვების ემფიზემა, სუნთქვის უკმარისობა II-III ხარისხის (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

კ) ფილტვების სარკოიდოზი III ხარისხის, სუნთქვის უკარისობა II-III ხარისხის (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ლ) ფილტვების ნებისმიერი კლინიკური ფორმის პროგრესირებადი ტუბერკულოზი, ფილტვ-გულის უკმარისობა II ხარისხის (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

მ) ფილტვების ნებისმიერი კლინიკური ფორმის ტუბერკულოზი, გართულებული ქრონიკული ფილტვისმიერი გულით II ხარისხის დეკომპენსაციით (უვადოდ);

ნ) გულმკერდის მალების ტუბერკულოზი, დიდი ზომის გიბუსით, ფილტ-გულის II ხარისხის უკმარისობით (უვადოდ);

ო) შაქრიანი დიაბეტი I-II ტიპის, მძიმე ფორმა (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

პ) დიფუზური ტოქსიური ჩიყვი III ხარისხის (გადამოწმების ვადით);

ჟ) რევმატიზმი, აქტივობა I ხარისხის, ოპერირებული გული (მიტრალური სარქვლის პროთეზირება), მუდმივი ტაქისისტოლური მოციმციმე არითმია, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა IIა ხარისხის (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

რ) სისტემური წითელი მგლურა, საშუალო სიმძიმის, ორგანოებისა და ორგანიზმის სისტემების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ს) კვანძოვანი პერიარტერიტი, საშუალო სიმძიმის, ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ტ) სისტემური სკლეროდერმია, საშუალო სიმძიმის, ორგანოებისა და ორგანიზმის სისტემების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

უ) რევმატოიდული ართრიტი (იუვენილური რევმატოიდული ართრიტი) საშუალო სიმძიმის, ხშირი გამწვავებებით, ორგანოებისა და ორგანიზმის სისტემების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ფ) ხერხემლის ოსტეოქონდროზი III სტადია, მყარი, მკვეთრად გამოხატული მტკივნეული სინდრომით და ხშირი რეციდივებით, რომელიც არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას (გადამოწმების ვადით);

ქ) მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება) საშუალო სიმძიმის, რეციდიული ფორმა, ხშირი, ხანგრძლივი გამწვავებებით, ოლიგო-პოლიართრიტი, ფუნქციური უკმარისობა II ხარისხის (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ღ) კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მძიმე ფორმა, ხშირი გამწვავებებით, კვების მკვეთრი დაქვეითებით (გადამოწმების ვადით);

ყ) რეზეცირებული კუჭის რეციდიული წყლული, ოპერირებული კუჭის ანასტომოზის პეპტიური წყლული, კვების მკვეთრი დაქვეითებით (გადამოწმების ვადით);

შ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ოპერაციის შემდგომი მორფო-ფუნქციონალური დარღვევები, კვების მკვეთრი დაქვეითებით (დემპინგ – სინდრომი II-III ხარისხის; დიარეა II ხარისხის; დუოდენოსტაზი II-III ხარისხის; ქრონიკული პანკრეატიტი, მტკივნეული ფორმა, ხშირი გამწვავებებით) (გადამოწმების ვადით);

ჩ) დიდი ზომის ვენტრალური თიაქარი (25X20სმ), რომელიც არ ექვემდებარება ოპერაციულ მკურნალობას (უვადოდ);

ც) შარდოვანი, განავალ-შარდოვანი, განავალ-ვაგინალური, შარდ-ვაგინალური, ნაღვლოვანი ფისტულები, ხელოვნური უკანა ტანი, რომლებიც არ ექვემდებარებიან ოპერაციულ მკურნალობას (უვადოდ);

ძ) ოპერაციის შემდგომ განვითარებული ანალური სპინქტერის უკმარისობა II-III ხარისხის (უვადოდ);

წ) ერთადერთი თირკმლის ქრონიკული უკმარისობა II ხარისხის (უვადოდ);

ჭ)თირკმლების დაავადებები, თირკმლების II ხარისხის ქრონიკული უკმარისობით (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

ხ) ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებები, ქრონიკული არტერიული უკმარისობა III სტადია (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჯ) ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა II-III ხარისხის (გადამოწმების ვადით);

ჰ) ქვედა კიდურების ლიმფოდემა, ქრონიკული ლიმფური უკმარისობა II-III ხარისხის (გადამოწმების ვადით);

ჰ.ა) ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ან ტრავმის შედეგად განვითარებული ენცეფალოპათია II-III ხარისხის; მნიშვნელოვნად გამოხატული ინტელექტუალურ-მნესტიური მოშლილობანი; მნიშვნელოვნად გამოხატული ვესტიბულარული დაზიანებები; ზომიერად გამოხატული ტრიპარეზი; ზომიერად გამოხატული ჰემიპარეზი; ზომიერად გამოხატული პარაპარეზი; მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევები (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.ბ) გაფანტული სკლეროზი ხშირი რეციდივებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

ჰ.გ) პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია დგომისა და გადაადგილების მნიშვნელოვანი გაძნელებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

ჰ.დ) მიასთენია (ლოკალური ან გენერალიზებული), მძიმე ფორმა, თვითმომსახურების შესაძლებლობისას დამხმარე საშუალებების გამოყენებით და/ან სხვა პირთა დახმარებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.ე) ეპილეფსია და თავის ტვინის სხვა ორგანული დაავადებები ხშირი გენერალიზებული კრუნჩხვებით ან იშვიათი დიდი გულყრებით, დისფორიებით და გონების დაბინდვით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.ვ) უცხო სხეულის არსებობა თავის ტვინში, თუ ტრავმა მიმდინარეობდა ტვინის აბსცესით ან მენინგოენცეფალიტით (უვადოდ);

ჰ.ზ) თავის ქალას ძვლის დეფექტი (3X1სმ და მეტი), თუ ადგილი აქვს ტვინის პულსაციას, ან დაზიანება მიმდინარეობდა ინფექციურ-ჩირქოვანი პროცესით (უვადოდ);

ჰ.თ) ზომიერად გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა – არამკვეთრი იმბეცილობის ხარისხში (უვადოდ);

ჰ.ი) შიზოფრენიის დროს გამოხატული პოსტპროცესუალური დეფექტები (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.კ) შიზოფრენია არამყარი რემისიით, რემისიის სტრუქტურაში პარანოიდული, ჰალუცინატორული, დეპრესიული, აპათოაბულიური ან ფსიქოპათიური სინდრომით (გადამოწმების ვადით);

ჰ.ლ) ინვოლუციური ფსიქოზი, ინვოლუციური პარანოია, ან ინვოლუციური მელანქოლია (გადამოწმების ვადით);

ჰ.მ) ეპილეფსია მკვეთრად გამოხატული ხასიათობრივი ცვლილებებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

ჰ.ნ) რეაქტიული ფსიქოზი გახანგრძლივებული მიმდინარეობით (გადამოწმების ვადით);

ჰ.ო) გუნებაგანწყობის აფექტური აშლილობა – მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ხშირი ფაზებით ან ფაზის გახანგრძლივებული მიმდინარეობით (გადამოწმების ვადით);

ჰ.პ) ფსიქოპათია მიდრეკილი ხშირი დეკომპენსაციებისადმი ან პარანოიალური განვითარებით (გადამოწმების ვადით);

ჰ.ჟ) ორგანული გენეზის მკვეთრად გამოხატული ფსიქოორგანული სინდრომი (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.რ) მხედველობის სიმახვილე ორივე ან უკეთმხედველ თვალში კორექციით 0,05-0,08, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 15°-მდე (გადამოწმების ვადით);

ჰ.ს) მხედველობის სიმახვილე ერთ თვალში კორექციით 0,09-0,1, მეორე თვალის პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები (გადამოწმების ვადით);

ჰ.ტ) მხედველობის სიმახვილე ორივე ან უკეთმხედველ თვალში კორექციით 0,09-0,1, მხედველობის პროგრესირებადი პათოლოგიის და არადამაკმაყოფილებელი პროგნოზის დროს (ბადურის აბიოტროფიები, გლაუკომა, ახლომხედველობის დისტროფიული ფორმა) (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

ჰ.უ) თვალის მძიმე პათოლოგიები, მხედველობის სიმახვილის მიუხედავად, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას: პროგრესირებადი დიაბეტური ანგიორეტინოპათია ბადურაში რეციდიული ჰემორაგიებით; ორივე თვალის დეკომპენსირებული გლაუკომა; ერთი თვალის დეკომპენსირებული გლაუკომა, მეორე თვალში მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლების შემთხვევაში; რეციდიული სისხლჩაქცევები დისტროფიული ახლომხედველობისას; ორივე თვალის მძიმე უვეიტი (გადამოწმების ვადით);

ჰ.ფ) ორმხრივი სიყრუე, თანდართული მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობით _ დებილობის ხარისხში (უვადოდ);

ჰ.ქ) ვესტიბულარული დისფუნქცია, მნიშვნელოვნად გამოხატული დეკომპენსაციის სტადიაში – სტატიკის, გადაადგილების, კოორდინაციის, ვესტიბულო-ვეგეტატიური ჰიპერრეფლექსით და ოტოკინეტიკური ფუნქციის დარღვევით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.ღ) ნებისმიერი ეტიოლოგიის ხორხის მყარი დეფორმაცია, რომელიც არ ექვემდებარება კორექციას, II-III ხარისხის სუნთქვის უკმარისობით (უვადოდ);

ჰ.ყ) ხორხის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის ამოკვეთის შემდგომი ნაწიბუროვანი ტრაქეოსტომა, II-III ხარისხის სუნთქვის უკმარისობით (გადამოწმების ვადით);

ჰ.შ) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები რადიკალური მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდგომ პერიოდში (სხივური, ქირურგიული, ქიმიოთერაპიული ან კომპლექსური) განუსაზღვრელი კლინიკური პროგნოზით, II კლინიკური ჯგუფი (გადამოწმების ვადით);

ჰ.ჩ) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების რეციდივები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას, II კლინიკური ჯგუფი (გადამოწმების ვადით);

ჰ.ც) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები მკურნალობის შემდეგ ორგანოთა გამოხატული მორფოფუნქციონალური დარღვევებით მეტასტაზების და რეციდივების გარეშე, III კლინიკური ჯგუფი (გადამოწმების ვადით);

ჰ.ძ)მიელომური დაავადება II-III სტადია (უვადოდ);

ჰ.წ) არაჰოჩკინის ლიმფომა III სტადია (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.ჭ) ქრონიკული ლეიკოზი საშუალო სიმძიმის (უვადოდ);

ჰ.ხ) ჭეშმარიტი პოლიციტემია, საშუალო სიმძიმის, სისხლძარღვოვანი გართულებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.ჯ) ჰიპოაპლაზიური ანემია, საშუალო სიმძიმის (უვადოდ);

ჰ.ჰ) ჰემოფილია, საშუალო სიმძიმის (უვადოდ);

ჰ.ჰ.ა) ლიმფოგრანულომატოზი, პროგრესირებადი, გენერალიზირებული სტადია (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ);

ჰ.ჰ.ბ) ჰოჩკინის ლიმფომა III სტადია (გადამოწმების ვადით);

ჰ.ჰ.გ) ორივე ტერფის ტაკვი შოპარის სახსრის დონეზე (უვადოდ);

ჰ.ჰ.დ) ორივე წვივის ტაკვი, მათ შორის ძვალ-პლასტიკური ოპერაციის შემდეგ (უვადოდ);

ჰ.ჰ.ე) ბარძაყის ტაკვი (უვადოდ);

ჰ.ჰ.ვ) ქვედა კიდურების მსხვილი სახსრების (ორი და მეტი) ენდოპროთეზი (უვადოდ);

ჰ.ჰ.ზ) ორივე კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობა 10°-მდე) ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (უვადოდ);

ჰ.ჰ.თ) ორივე მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობა 10°-მდე) (უვადოდ);

ჰ.ჰ.ი)ორივე მტევნის ოთხი თითის უქონლობა პირველი თითის გამოკლებით; ორივე მტევნის სამი თითის უქონლობა პირველის ჩათვლით, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (უვადოდ);

ჰ.ჰ.კ) მხრის ტაკვი (უვადოდ);

ჰ.ჰ.ლ) მტევნის ოთხი თითის უქონლობა, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში, ან წინამხრის ტაკვი, შერწყმული წვივის ტაკვთან, ან ერთი თვალის შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებულ სრულ ან პრაქტიკულ სიბრმავესთან (მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები, ან მხედველების ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე) (უვადოდ);

ჰ.ჰ.მ) ქვედა კიდურის დამბლა; ქვედა კიდურის გამოხატული პარეზი მნიშვნელოვანი ტროფიული მოშლით (კუნთების გამოხატული ატროფია ან ქრონიკული ტროფიული წყლული) (უვადოდ);

ჰ.ჰ.ნ) ზედა კიდურის დამბლა; ზედა კიდურის გამოხატული პარეზი, მნიშვნელოვანი ტროფიული მოშლით (უვადოდ);

ჰ.ჰ.ო) ორმხრივი ადრენალექტომია (უვადოდ).

3. ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) მტევნის ოთხი თითის უქონლობა პირველი თითის გამოკლებით ან სამი თითის უქონლობა პირველი თითის ჩათვლით, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში;

ბ) მტევნის პირველი და მეორე თითების ან სამი თითის უქონლობა პირველი თითის გამოკლებით შესაბამისი ნების ძვლებთან ერთად;

გ) ორივე მტევნის პირველი თითების უქონლობა;

დ) მტევნის უქონლობა ან ზედა კიდურის უფრო მაღალი ამპუტაცია წინამხრის დონეზე;

ე) მხრის ან წინამხრის ორთავე ძვლის ცრუ სახსარი;

ვ) იდაყვის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა 10°-მდე) ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (60°-ზე ნაკლები ან 150°-ზე მეტი კუთხით) ან წინამხრის ფიქსაციისას უკიდურესი პრონაციის ან სუპინაციის მდგომარეობაში;

ზ) მხრის ან იდაყვის მოლაყლაყე სახსარი;

) ტერფის ტაკვი ძვალ -პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ;

) ტერფის ტაკვი შოპარის სახსარში ;

კ) ორივე ტერფის ამპუტაცია მეტატარზალური ძვლების თავების დონეზე;

ლ) წვივის ტაკვი;

მ) კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ტერფის მანკიერი მდებარეობით (ქუსლოვანი ან ცხენის ტერფი, 90° -ზე ნაკლები ან 125°-ზე მეტი კუთხით);

ნ) ორივე კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ფუნქციურად ხელსაყრელ მდგომარეობაში;

ო) ბარძაყის ან წვივის ორივე ძვლის ცრუ სახსარი;

პ) მუხლის ან მენჯ-ბარძაყის მოლაყლაყე სახსარი;

ჟ) მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

რ) მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (170° -ზე მეტი ან 150°-ზე ნაკლები კუთხით);

ს) კიდურის დამოკლება 10სმ-ით და მეტით;

ტ) მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზი;

უ) ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი ამოვარდნილობა;

ფ) მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი ამოვარდნილობა, კიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლით (კიდურის დამოკლება 6სმ-ით და მეტით, სახსარში მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა-მოცულობა 10°-ზე ნაკლები, სახსრის არასტაბილურობა, დადებითი ტრენდელენბურგის სიმპტომი, კიდურის მანკიერი მდებარეობა);

ქ) ყბის ან მაგარი სასის დეფექტი, თუ პროთეზირება ვერ უზრუნველყოფს ღეჭვის ფუნქციას;

ღ) ქალას ძვლის დეფექტი (3X1სმ და მეტი) ან ტვინის ქსოვილში უცხო სხეულის არსებობა;

ყ) ფილტვის უქონლობა;

შ) გასტრექტომიის შედეგად კუჭის უქონლობა;

ჩ) გულის კუნთში ან გულის პერანგში უცხო სხეულის არსებობა;

ც) კიფოსქოლიოზი IV ხარისხის (ჩაკლინის მიხედვით);

ძ) ხორხის ამოკვეთის გამო მუდმივი ტრაქეოსტომა;

წ) ხორხის ნაწიბუროვანი სტენოზი ან დეფორმაცია, სუნთქვის II ხარისხის მყარი უკმარისობით;

ჭ) ხმის იოგების ორმხრივი დამბლა;

ხ) თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული მყარი აფონია;

ჯ) ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნქობა III-IV ხარისხის;

ჰ) ჰიპოფიზური ნანიზმი, ოსტეოქონდროპათია, ოსტეოქონდროდისტროფია, ზრდაში მკვეთრი ჩამორჩენით (ლილიპუტობა);

ჰ.ა) მტევნის დამბლა; მტევნის მკვეთრად გამოხატული პარეზი, მნიშვნელოვანი ტროფიული მოშლით;

ჰ.ბ) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ერთი თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე (მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე).

თავი VI

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ორგანიზმის სისტემების (ორგანოთა) დარღვეული ფუნქციების საკომპენსაციო, დამხმარე, საყოფაცხოვრებო და რეაბილიტაციის ტექნიკური საშუალებების საჭიროების განსაზღვრა

    მუხლი 10

1. ბიუროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, დასკვნა რეაბილიტაციის ტექნიკური საშუალებების საჭიროების შესახებ (სპეციალური მოწყობილობები, ხელსაწყოები, შეგუებითი საშუალებები) გამოაქვს შემდეგი დაავადებების და დეფექტების არსებობის შემთხევაში:

ა) მკვეთრად გამოხატული მონოპარეზი, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზი, ზომიერად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;

ბ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია;

გ) მკვეთრად გამოხატული ჰიპერკინეზული სინდრომი;

დ) შარდისა და განავლის მუდმივი შეუკავებლობა, მათ შორის შარდ-განავლოვანი ფისტულები;

ე) სიყრუე;

ვ) მტევნის ოთხი თითის უქონლობა, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში, ან ზედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაცია;

ზ) ორი ან მეტი კიდურის მსხვილი სახსრების მკვეთრი კონტრაქტურა;

თ) მხრის, იდაყვის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის მოლაყლაყე სახსარი;

ი) ტერფის ტაკვი მეტატარზალური ძვლების თავების რეზექციით ან ქვედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაციით;

კ) ორივე თვალის მხედველობის დაქვეითება კორექციით 0,08-მდე ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 15°-მდე.

2. ბიუროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დასკვნა გადაადგილების საშუალებების საჭიროების შესახებ გამოაქვს შემდეგი დაავადებებისა და დეფექტების არსებობის შემთხვევაში:

ა) ოთახის სავარძელი-ეტლი:

ა.ა) გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

ა.ბ) ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

ა.გ) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, ტრიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, ტეტრაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები, მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;

ა.დ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია, ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი;

ა.ე) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები.

) ველო- ეტლი:

ბ.ა) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი;

.) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;

.) ორივე ქვედა კიდურის მსხვილი სახსრების ( ორი ან მეტი) ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

.) წვივის ტაკვი, შერწყმული მეორე ქვედა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატულ დარღვევასთან.

) სპეციალიზებული ( ხელით ან ერთი ხელით და ერთი ფეხით სამართავი) ავტო- მოტო ტრასპორტი:

.) ერთი ქვედა კიდურის დამბლა ან მკვეთრად გამოხატული პარეზი, ორივე ქვედა კიდურის დამბლა ან მკვეთრად გამოხატული პარეზი, ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი;

.) მკვეთრად გამოხატული ატაქსია;

.) ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი გადაადგილების მნიშვნელოვანი გაძნელებით;

.) ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებები, II და მეტი ხარისხის ქრონიკული არტერიული უკმარისობით;

.) ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა II-III ხარისხის ან ერთი ქვედა კიდურის ვენური უკმარისობა III ხარისხის;

.) ქვედა კიდურების ქრონიკული ლიმფური უკმარისობა III ხარისხის ( სპილოვნება);

გ.ზ) ორივე ტერფის ტაკვი მეტატარზალური ძვლების თავების რეზექციით, ან ქვედა კიდურების უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;

გ.თ) წვივის ტაკვი ან ქვედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაცია;

გ.ი) ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა;

გ.კ) მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;

გ.ლ) მენჯ-ბარძაყის ან მუხლის მოლაყლაყე სახსარი;

გ.მ) მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

გ.ნ) მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (170° -ზე მეტი ან 150°-ზე ნაკლები კუთხით);

გ.ო) კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ტერფის მანკიერი მდებარეობით;

გ.პ) ორივე ქვედა კიდურის ორი ან მეტი მსხვილი სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

გ.ჟ) ორივე ბარძაყის ან ორივე წვივის ძვლების არასწორად შეხორცებული მოტეხილობები დეფორმაციით 170° -ზე ნაკლები კუთხით;

გ.რ) ბარძაყის ან დიდი წვივის ძვლის ცრუ სახსარი;

გ.ს) მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზი;

გ.ტ) ერთი ქვედა კიდურის დამოკლება 10სმ-ით და მეტი;

გ.უ) ქვედა კიდურის მნიშვნელვანი ტროფიული დარღვევები ხანგრძლივად შეუხორცებელი (6 თვეზე მეტი), ან მორეციდივე წყლულის არსებობით, ზომით: წვივზე – 20კვ.სმ და მეტით, ტერფის ზურგზე - 10კვ.სმ და მეტით, ტერფის გულზე – არანაკლებ 2 კვ.სმ ფართით;

გ.ფ) ხერხემლის დაავადებები, დეფორმაციები გადაადგილების და დგომის მნიშვნელოვანი გაძნელებით (ხერხემლის III-IV ხარისხის გამრუდება მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი – ბეხტერევის დაავადება, მენჯ-ბარძაყის სახსრების გამოხატული კონტრაქტურით).

 

14. 26/01/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 6/ნ - ვებგვერდი, 26/01/2023 13. 28/10/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-98/ნ - ვებგვერდი, 30/10/2019 12. 19/05/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-32/ნ - ვებგვერდი, 19/05/2014 11. 23/07/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-29/ნ - ვებგვერდი, 23/07/2013 10. 09/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-50/ნ - ვებგვერდი, 10/08/2012 9. 05/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-8/ნ - ვებგვერდი, 05/03/2012 8. 09/08/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-38/ნ - ვებგვერდი, 110809024, 09/08/2011 7. 02/11/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 358/ნ - სსმ, 142, 03/11/2010 6. 10/09/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 205/ნ - სსმ, 135, 12/09/2008 5. 14/07/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 165/ნ - სსმ, 101, 14/07/2008 4. 30/05/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 130/ნ - სსმ, 78, 02/06/2008 3. 04/03/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 61/ნ - სსმ, 34, 05/03/2007 2. 20/04/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 137/ნ - სსმ, 56, 23/04/2007 1. 27/02/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 63/ნ - სსმ, 27, 01/03/2007