„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 01-50/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016167
  • Word
01-50/ნ
09/08/2012
ვებგვერდი, 10/08/2012
470230000.22.035.016167
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-50/

2012 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, №9, 2003 წ., მუხლი 86) დამტკიცებული ინსტრუქციის „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ” (დანართი 1) მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ გადამოწმებისას დაუდგინდებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი გადამოწმების ვადით, ამასთან, ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნებათ ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები და ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად არ მომხდარა დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება, სტატუსის გადამოწმების ვადის ათვლა განესაზღვრებათ პირველადად დადგენილი სტატუსის მინიჭებიდან, მისი არსებობის პერიოდის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა 18 წლამდე ასაკში აღემატება 5 წელს, სტატუსის მინიჭება მოხდება გადამოწმების გარეშე უვადოდ.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჭიაბერაშვილი