დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 165/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/07/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 14/07/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.012.021 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.021
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №165/ნ
2008 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, №9; 2003 წელი; მუხლი 86) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც გარკვეული ვადითა და მიზეზით შეჩერებული ჰქონდა დადგენილი სტატუსი, აღნიშნული სტატუსის ხელახლა დადგენის შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნება ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები, ამასთან, ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად არ მომხდარა დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება, სტატუსის გადამოწმების ვადა განესაზღვრება პირველადად დადგენილი სტატუსის მინიჭებიდან, მისი არსებობის პერიოდის ჩათვლით.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დოკუმენტის კომენტარები