„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 358/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 03/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016010
  • Word
358/ნ
02/11/2010
სსმ, 142, 03/11/2010
470230000.22.035.016010
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №358/ნ

2010 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის 1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის 1/ნ ბრძანებით (სსმ III, 9, 2003 წელი, მუხლი 86) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. ინსტრუქციას დაემატოს 31 მუხლ შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში – დაწესებულება) ამ ინსტრუქციის 32 მუხლის შესაბამისად, რომელსაც შერჩევის საფუძველზე 2 წლის ვადით გადაეცემა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლება.“;

3. ინსტრუქციას დაემატოს 32 მუხლ შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32.

1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის მიზნით, შესაბამისი დაწესებულების შერჩევა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ.

2. შერჩევის მიზანია საქართველოს მასშტაბით გეოგრაფიული პრინციპის დაცვით გამოვლენილ იქნეს არა უმეტეს 70 დაწესებულება.

3. შერჩევის ორგანიზებისათვის საგენტო უზრუნველყოფს შესაბამის საჯარო განცხადების გამოქვეყნებას ბეჭდვით ორგანოში და/ან ოფიციალურ ვებგვერდზე შერჩევამდე მინიმუმ 7 დღით ადრე. განცხადება უნდა შეიცავდეს მონაცემებს დაწესებულების შერჩევისათვის საჭირო კრიტერიუმების შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას განცხადების მიღების, შერჩევის პირობების, შერჩევის დაწყების, დამთავრებისა და შერჩეულად გამოვლენის ვადების თაობაზე, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომელსაც სააგენტო ჩათვლის მიზანშეწონილად.

4. სამედიცინო დაწესებულებების შერჩევისათვის საჭირო კრიტერიუმები თანხმდება სამინისტროსთან.

5. შერჩევას ახორციელებს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის ორგანიზებას და შერჩევის ჩატარების პროცესთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას.

6. შერჩეულად გამოვლენა ფორმდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

7. შერჩეული დაწესებულების მხრიდან შერჩევის პირობების სისტემატური ან/და უხეში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება და საჭიროებისამებრ დაიწყოს სხვა დაწესებულების შერჩევის პროცესი.“;

4. ამოღებულ იქნეს დანართი 2.

    მუხლი 2

2011 წლის 1 იანვრამდე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა გაგრძელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესების გათვალისწინებით.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

ა. ურუშაძე