დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-32/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016262 |
01-32/ნ
19/05/2014
ვებგვერდი, 19/05/2014
470230000.22.035.016262
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, №9, 20/01/2003 წ., მუხლი 86) დამტკიცებული დანართი №1-ის (ინსტრუქცია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ელექტრო ან მექანიკური სავარძელ-ეტლი: ბ.ა) სამი კიდურის მნიშვნელოვნად გამოხატული ფუნქციური უკმარისობა (პლეგია; პარეზი; ტაკვი; მკვეთრი კონტრაქტურა; ართრიტი), ერთი ზედა კიდურის ნებისმიერი ხარისხის, მათ შორის, კიდურის მაქსიმალური ფუნქციიდან მტევნის მინიმალური ფუნქციის შენარჩუნებით; ბ.ბ) ჰემიპლეგია; მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი.”. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები