დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017029 |
|
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, №9, 2003 წ., მუხლი 86) დამტკიცებულ №1 დანართში („ინსტრუქცია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) მაიონიზირებელი რადიაციის (რადიოაქტიური იზოტოპები, რენტგენის სხივები) ზემოქმედების შედეგად განვითარებული სხივური ავადმყოფობა;“; ა.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) ბარძაყის ტაკვი შერწყმული სხვა კიდურის მკვეთრად გამოხატულ ანატომიურ-ფუნქციურ დარღვევასთან (ამპუტაცია, პლეგია, მკვეთრი კონტრაქტურა, ქრონიკული ოსტეომიელიტი) ან მეორე ქვედა კიდურის ქრონიკული არტერიული უკმარისობა III სტადია ფონტეინის კლასიფიკაციით ან ქრონიკული ვენური უკმარისობა CEAP-ის კლასიფიკაციით – CVI ან ქრონიკული ლიმფური უკმარისობა IV ხარისხი;“; ა.გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) ქვედა კიდურის ამპუტაცია, შერწყმული სხვა კიდურის მკვეთრად გამოხატულ ანატომიურ-ფუნქციურ დარღვევასთან (ამპუტაცია, პლეგია, მკვეთრი კონტრაქტურა, ქრონიკული ოსტეომიელიტი) ან მეორე ქვედა კიდურის ქრონიკული არტერიული უკმარისობა III სტადია ფონტეინის კლასიფიკაციით ან ქრონიკული ვენური უკმარისობა CEAP-ის კლასიფიკაციით – CVI ან ქრონიკული ლიმფური უკმარისობა IV ხარისხი;“; ა.დ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ღ) ორი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მკვეთრად გამოხატული მოშლით; ყ) ვოლფრამის სინდრომი (DIDMOAD: უშაქრო დიაბეტი – DI, შაქრიანი დიაბეტი – DM, მხედველობის ნერვის ატროფია – OA და სიყრუე – D).“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ფილტვების ნებისმიერი კლინიკური ფორმის პროგრესირებადი ტუბერკულოზი, გართულებული სუნთქვის უკმარისობით II ხარისხის, ან ფილტვ-გულის უკმარისობით II ხარისხის (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);“; ბ.გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) მხედველობის სიმახვილე ერთ თვალში კორექციით 0,09-0,1, მეორე თვალის პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები ან ანოფთალმი (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);“; ბ.დ) „ჰ.ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ.ღ) კანის დაავადებები: ჰ.ღ.ა) მძიმე ფორმის ვულგარული ფსორიაზი, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (უვადოდ); ჰ.ღ.ბ) გიგანტური პიგმენტური ნევუსი (ლოკალიზებული ხილულ არეებზე – სახეზე და ზედა კიდურებზე, ზომით 20 სმ და მეტი დიამეტრის (უვადოდ); ჰ.ღ.გ) ბულოზური ეპიდერმოლიზი (უვადოდ); ჰ.ღ.დ) თანდაყოლილი იქთიოზი (უვადოდ); ჰ.ღ.ე) თანდაყოლილი პოიკილოდერმია (უვადოდ); ჰ.ღ.ვ) ექტოდერმალური დისპლაზია (უვადოდ); ჰ.ღ.ზ) ვულგარული პემფიგუსი (უვადოდ).“; ბ.ე) „ჰ.შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ.შ.) ორი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით (უვადოდ);“; ბ.ვ) „ჰ.შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჰ.ც“ და „ჰ.ძ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ჰ.ც) ქვედა კიდურის მსხვილი სახსრის ენდოპროთეზი შერწყმული მეორე კიდურის მსხვილი სახსრის III-IV ხარისხის ართროზთან (ასევე – კოკსართროზთან) ან მკვეთრად გამოხატულ კონტრაქტურასთან ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში 5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ); ჰ.ძ) გადანერგილი ორგანო(ები): გადანერგილი გული; გადანერგილი ღვიძლი; გადანერგილი თირკმელი (უვადოდ).“; გ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ერთი თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე (მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°°-მდე) ან ანოფთალმი;“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები