დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 205/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/09/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 12/09/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.012.162 |
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.162
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №205/ნ
2008 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, №9, 2003 წელი, მუხლი 86) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები არაკეთილსაიმედო პროგნოზით რადიკალური მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდგომ პერიოდში (სხივური, ქირურგიული, ქიმიოთერაპიული, კომბინირებული ან კომპლექსური), II კლინიკური ჯგუფი: დაბალ-(G3) და არადიფერენცირებული (G4) ნებისმიერი სტადიის (I-II-III-IV) კიბო; III და IV სტადიის ნებისმიერი დიფერენციაციის (G1, G2, G3, G4) კიბო; ფარისებრი ჯირკვლის მედულური და არადიფერენცირებული I-II-III-IV სტადიის კიბო – ნებისმიერ ასაკში, ხოლო პაპილური და ფოლიკულური II-III-IV სტადიის – 45 წლის ზემოთ ასაკში; კანის მელანომები – ნებისმიერი სტადიის; სარკომები – ნებისმიერი სტადიის; ც.ნ.ს. ავთვისებიანი სიმსივნეები – ნებისმიერი სტადიისა და ავთვისებიანობის ხარისხის (გადამოწმების ვადით)“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების რეციდივები და მეტასტაზები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას, II კლინიკური ჯგუფი (გადამოწმების ვადით)“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დოკუმენტის კომენტარები