,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-29/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016213
01-29/ნ
23/07/2013
ვებგვერდი, 23/07/2013
470230000.22.035.016213
,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-29/ნ

2013 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 ,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით   (სსმ III, №9, 20/01/2003 წ., მუხლი 86) დამტკიცებული დანართი №1-ის (ინსტრუქცია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,ა” და  ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მექანიკური  სავარძელი-ეტლი:           
ა.ა)  გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;    
 ა.ბ) ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის; 
 ა.გ) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, ტრიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, ტეტრაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები, მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;        
ა.დ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია, ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი;
ა.ე) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;     
ა.ვ)  ორივე ქვედა კიდურის მსხვილი სახსრების (ორი ან მეტი) ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;        
ა.ზ) წვივის ტაკვი, შერწყმული მეორე ქვედა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატულ დარღვევასთან.

ბ)  ელექტრო ან  მექანიკური სავარძელ-ეტლი:   

ბ.ა) ტრიპლეგია ზედა კიდურის ფუნქციის შენარჩუნებით;

 ბ.ბ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული ტრიპარეზი ზედა კიდურის ფუნქციის შენარჩუნებით;

ბ.გ)  მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული ტეტრაპარეზი მტევნის მინიმალური ფუნქციის შენარჩუნებით;

ბ.დ) ქვედა პარაპლეგია შერწყმული ზედა კიდურის (მტევნის ან უფრო მაღალი დონის) ამპუტაციასთან;

ბ.ე)  მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული ქვედა პარაპარეზი შერწყმული ზედა კიდურის (მტევნის ან უფრო მაღალი დონის) ამპუტაციასთან;

ბ.ვ) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები შერწყმული ზედა კიდურის (მტევნის ან უფრო მაღალი დონის) ამპუტაციასთან.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო