„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 137/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 23/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 280.010.000.22.035.010.227
  • Word
137/ნ
20/04/2007
სსმ, 56, 23/04/2007
280.010.000.22.035.010.227
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.010.000.22.035.010.227

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №137/

2007 წლის 20 აპრილი

. თბილისი

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის 1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის 1/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., 9, მუხლი 86) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა, ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე, გამოაქვს სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში – დაწესებულება), რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადი პროფილის სამედიცინო მომსახურებას (ხუთი ან/და მეტი სხვადასხვა საექიმო სპეციალობის სერტიფიცირებული ექიმი-სპეციალისტის მეშვეობით) ან სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას, შემდეგი სახის გამოკვლევების გათვალისწინებით:

ა) საერთო კლინიკური გამოკვლვები;

ბ) ბიოქიმიური გამოკვლევები;

გ) რენტგენოლოგიური გამოკვლევები;

დ) ფუნქციონალური გამოკვლევები.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

 პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალური, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. მხედველობაში მიიღება დაავადების ხასიათი, ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა ფუნქციურ დარღვევათა ხარისხი, მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობა, კლინიკური და შრომითი პროგნოზი, სოციალური ადაპტაციის შესაძლებლობები, პროფესია, შრომის კონკრეტული პირობები და ხასიათი. დაავადებების, ტრავმების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების, ფუნქციური დარღვევების მიხედვით შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის დროს, ამ ინსტრუქციის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამის პუნქტებში და ქვეპუნქტებში მითითებული დაავადებების, ტრავმების, ანატომიური და გონებრივი დეფექტებისა და ფუნქციური დარღვევების გათვალისწინებით, მონაწილეობას იღებენ ექიმი-სპეციალისტები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 11).“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) გულის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის მესამე ხარისხის ქრონიკული უკმარისობით (უვადოდ);

ბ) თირკმლების ქრონიკული უკმარისობა მესამე ხარისხის (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში), (უვადოდ);

გ) ქრონიკული ლეიკემიები (აქსელერაციის, ბლასტური კრიზის, III-IV სტადია, გართულებებით (უვადოდ);

დ) ლიმფოგრანულომატოზი (ჰოჩკინის ლიმფომა), ლიმფოსარკომა (არაჰოჩკინის ლიმფომა) A-ფორმა – III-IV სტადია (პროგრესირებადი, გენერალიზირებული), B-ფორმა (ინტოქსიკაციით მიმდინარე) – I-II-III-IV სტადია (უვადოდ);

ე) შეძენილი ჰემოლიზური ანემია (მაკრიაფავა – მიკელის დაავადება) (უვადოდ);

ვ) აპლაზიური ანემია ტერმინალური სტადია (უვადოდ);

ზ) ჰემოფილია, მძიმე ფორმა და ჰემოსტაზის სისტემის სხვა მემკვიდრული დაავადებები (უვადოდ);

თ) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები ტერმინალურ სტადიაში – მეოთხე კლინიკური ჯგუფი (უვადოდ);

ი) ტეტრაპლეგია, ტრიპლეგია, ჰემიპლეგია, ზომიერად გამოხატული ტეტრაპარეზი, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზი, მიოპათიები მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით (უვადოდ);

კ) მოძრაობის კორდინაციის მკვეთრად გამოხატული მოშლა: ატაქსია, ჰიპერკინეზული სინდრომი, ამიოსტატიკური სინდრომი (უვადოდ);

ლ) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ორივე თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე უკეთმხედველ თვალში 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე (უვადოდ);

მ) ბარძაყის ტაკვი და მეორე ქვედა კიდურის ქრონიკული არტერიული უკმარისობა III-IV სტადია ფონტეინის კლასიფიკაციით ან ქრონიკული ვენური უკმარისობა CEAP-ის კლასიფიკაციით – CVI ან ქრონიკული ლიმფური უკმარისობა IV-V ხარისხი (უვადოდ);

ნ) ორივე მტევნზე რვა თითის უქონლობა პირველი თითის ჩათვლით, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში, ან ზედა კიდურების უფრო მაღალი დონის ამპუტაციები (უვადოდ);

ო) ღვიძლის ციროზი, ასციტი (უვადოდ);

პ) ორგანული ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ვლინდება პროგრესირებადი ინტელექტუალურ-კოგნიტიური დარღვევებით და ქრონიკულ ხასიათს ატარებს (უვადოდ);

ჟ) შიზოფრენია; ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე ქრონიკული ფსიქიკური აშლილობა; როცა მკვეთრად ირღვევა ავადმყოფის ქცევა, რაც ვლინდება მისი აზროვნების, ემოციური რეაქციებისა და გარემოს აღქმის დარღვევაში. (დიაგნოსტირება ხდება სპეციალიზირებულ დაწესებულებაში სიმპტომების გამოვლენიდან არანაკლებ 6 თვის ვადაში) (უვადოდ);

რ) მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა (უვადოდ);

ს) ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა (უვადოდ);

ტ) ბარძაყის ტაკვი შერწყმული მტევნის ყველა თითების უქონლობასთან ან ამავე თითების ანკილოზთან ან მკვეთრად გამოხატულ კონტრაქტურასთან ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში ან ზედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაციასთან (უვადოდ).

2. მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ), 5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ, გადამოწმების ვადით, წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) გულის დაავადებები სისხლის მიმოქცევის IIბ უკმარისობით (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ბ) სტენოკარდია, IV ფუნქციური კლასი (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

გ) მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი, კორონალური უკმარისობის ფონზე III ფუნქციური კლასი (გადამოწმების ვადით);

დ) გულის ანევრიზმა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას (უვადოდ);

ე) კარდიოსტიმულატორის არსებობის შემთხვევაში ფუნქციონალური უკმარისობა (უვადოდ);

ვ) სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები გართულებული სუნთქვის უკმარისობა II-III ხარისხის (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ზ) ფილტვების ნებისმიერი კლინიკური ფორმის პროგრესირებადი ტუბერკულოზი, ფილტვ-გულის უკმარისობა II ხარისხის (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

თ) გულმკერდის მალების ტუბერკულოზი, დიდი ზომის გიბუსით, ფილტ-გულის II ხარისხის უკმარისობით (უვადოდ);

ი) შაქრიანი დიაბეტი I ტიპის, ინსულინდამოკიდებული, (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

კ) მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება) საშუალო სიმძიმის, რეციდიული ფორმა, ხშირი, ხანგრძლივი გამწვავებებით, ოლიგოპოლიართრიტი, ფუნქციური უკმარისობა II ხარისხის (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ლ) რექტო-ვაგინური, ურინო-ვაგინური, ნაღვლოვანი ფისტულები, ხელოვნური უკანა ტანი (კოლოსტომა, ენტეროსტომა) ურინოსტომები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ოპერაციულ მკურნალობას (უვადოდ);

მ) ოპერაციის შემდგომ განვითარებული, ანალური სფინქტერის რეციდიული უკმარისობა III ხარისხის (უვადოდ);

ნ) თირკმლის დაავადებები (მათ შორის ერთადერთი თირკმელი), თირკმლების ქრონიკული უკმარისობა II ხარისხის (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ო) თირკმლების პოლიკავერნოზული ტუბერკულოზი (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

პ) ოპერაციის შემდგომ განვითარებული, ურეთრული სფინქტერის რეციდიული უკმარისობა – შარდის სრული შეუკავებლობით (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჟ) ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებები, ქრონიკული არტერიული უკმარისობა ფონტეინის კლასიფიკაციით III სტადია, ან ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა CEAP-ის კლასიფიკაციით CIV – CV, ან ქვედა კიდურების ქრონიკული ლიმფური უკმარისობა IV ხარისხის (გადამოწმების ვადით);

რ) ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ან ტრავმის შედეგად განვითარებული მნიშვნელოვანად გამოხატული ტრიპარეზი; მნიშვნელოვნად გამოხატული ჰემიპარეზი; მნიშვნელოვნად გამოხატული პარაპარეზი (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ს) პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია დგომისა და გადაადგილების მნიშვნელოვანი გაძნელებით, მიასთენია (ლოკალური ან გენერალიზებული), მძიმე ფორმა, (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ტ) გაფანტული სკლეროზი ხშირი რეციდივებით; არამორეციდივე პროგრედიენტული ფორმა (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) – (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

უ) ეპილეფსია ხშირი (თვეში ერთჯერ ან მეტი სიხშირით) კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი გამოვლინებებით, რაც მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას ანტიკონვულსანტებით (სტატუსის პირველადად დადგენის შემთხვევაში – დიაგნოსტირებული სტაციონარულ დაწესებულებაში) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ფ) თავის ქალას ძვლის დეფექტი (3X1სმ და მეტი), თუ ადგილი აქვს ტვინის პულსაციას (უვადოდ);

ქ) მხედველობის სიმახვილე ორივე ან უკეთმხედველ თვალში კორექციით 0,05-0,08, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 15°-მდე (გადამოწმების ვადით);

ღ) მხედველობის სიმახვილე ერთ თვალში კორექციით 0,09-0,1, მეორე თვალის პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები (გადამოწმების ვადით);

ყ) მხედველობის სიმახვილე ორივე ან უკეთმხედველ თვალში კორექციით 0,05-0,08, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 15°-მდე (გადამოწმების ვადით);

შ) მხედველობის სიმახვილე ერთ თვალში კორექციით 0,09-0,1, მეორე თვალის პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები (გადამოწმების ვადით);

ჩ) მხედველობის სიმახვილე ორივე ან უკეთმხედველ თვალში კორექციით 0,09-0,1, მხედველობის პროგრესირებადი პათოლოგიის და არადამაკმაყოფილებელი პროგნოზის დროს (ბადურის აბიოტროფიები, გლაუკომა, ახლომხედველობის დისტროფიული ფორმა) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ც) ნებისმიერი ეტიოლოგიის ხორხის მყარი დეფორმაცია, რომელიც არ ექვემდებარება კორექციას, ან ოპერაციის შემდგომი ნაწიბუროვანი ტრაქეოსტომა, II-III ხარისხის სუნთქვის უკმარისობით (უვადოდ);

ძ) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები რადიკალური მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდგომ პერიოდში (სხივური, ქირურგიული, ქიმიოთერაპიული, კომბინირებული ან კომპლექსური) განუსაზღვრელი კლინიკური პროგნოზით, II კლინიკური ჯგუფი; ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების რეციდივები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას, II კლინიკური ჯგუფი; ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები მკურნალობის შემდეგ ორგანოთა გამოხატული მორფოფუნქციონალური დარღვევებით მეტასტაზების და რეციდივების გარეშე, III კლინიკური ჯგუფი (გადამოწმების ვადით);

წ) ლიმფოგრანულომატოზი (ჰოჩკინის ლიმფომა), ლიმფოსარკომა (არაჰოჩკინის ლიმფომა ) A-ფორმა – I-II სტადია(5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჭ) ქრონიკული ლეიკემიები საშუალო სიმძიმის (ქრონიკული ლიმფოლეიკოზი I-II სტადია- ქრონიკული ფაზა) (უვადოდ); მწვავე ლეიკემიები (5 წლის შემდეგ გადამოწმების ვადით);

ხ) მემკვიდრული ჰემოლიზური ანემია საშუალო სიმძიმის (უვადოდ);

ჯ) ჰემოფილია, საშუალო სიმძიმის, ჰემოსტაზის სისტემის სხვა მემკვიდრული და შეძენილი (თრომბო-ციტოპენიური პურპურა) დაავადებები (უვადოდ);

ჰ) ორივე ტერფის ტაკვი შოპარის სახსრის დონეზე (უვადოდ);

ჰ.ა) ორივე წვივის ტაკვი, მათ შორის, ძვალ-პლასტიკური ოპერაციის შემდეგ (უვადოდ);

ჰ.ბ) ბარძაყის ტაკვი (უვადოდ);

ჰ.გ) ქვედა კიდურების მსხვილი სახსრების (ორი ან მეტი) ენდოპროთეზი (უვადოდ);

ჰ.დ) ორივე კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობა 10°-მდე) ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (უვადოდ);

ჰ.ე) ორივე მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობა 10°-მდე) (უვადოდ);

ჰ.ვ) ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის შეზღუდვა 10°-მდე) (უვადოდ);

ჰ.ზ) აღქმის, აზროვნების, ემოციური და ნებითი სფეროს ფსიქოზური დარღვევები, პიროვნების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, რომლებიც არ არის დაკავშირებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებასთან; (დიაგნოსტირება ხდება სპეციალიზირებულ დაწესებულებაში) – (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.თ) გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა – (უვადოდ);

ჰ.ი) სისტემური წითელი მგლურა, საშუალო სიმძიმის, ორგანოებისა და ორგანიზმის სისტემების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.კ) რევმატოიდული ართრიტი (იუვენილური რევმატოიდული ართრიტი) საშუალო სიმძიმის, ხშირი გამწვავებებით, ორგანოებისა და ორგანიზმის სისტემების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.ლ) მიასთენია (ლოკალური ან გენერალიზებული), მძიმე ფორმა, თვითმომსახურების შესაძლებლობისას დამხმარე საშუალებების გამოყენებით და/ან სხვა პირთა დახმარებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.მ) მხრის ტაკვი ან წინამხრის ტაკვი (უვადოდ).

3. ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) მტევნის ოთხი თითის უქონლობა პირველი თითის გამოკლებით ან სამი თითის უქონლობა პირველი თითის ჩათვლით, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში;

ბ) მტევნის პირველი და მეორე თითების ან სამი თითის უქონლობა პირველი თითის გამოკლებით შესაბამისი ნების ძვლებთან ერთად;

გ) ორივე მტევნის პირველი თითების უქონლობა;

დ) მტევნის უქონლობა ან ზედა კიდურის უფრო მაღალი ამპუტაცია წინამხრის დონეზე;

ე) მხრის ან წინამხრის ორთავე ძვლის ცრუ სახსარი;

ვ) იდაყვის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა 10°-მდე) ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (60°-ზე ნაკლები ან 150°-ზე მეტი კუთხით) ან წინამხრის ფიქსაციისას უკიდურესი პრონაციის ან სუპინაციის მდგომარეობაში;

ზ) მხრის ან იდაყვის მოლაყლაყე სახსარი;

თ) ტერფის ტაკვი ძვალ-პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;

ი) ტერფის ტაკვი შოპარის სახსარში;

კ) ორივე ტერფის ამპუტაცია მეტატარზალური ძვლების თავების დონეზე;

ლ) წვივის ტაკვი;

მ) კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ტერფის მანკიერი მდებარეობით (ქუსლოვანი ან ცხენის ტერფი, 90° -ზე ნაკლები ან 125°-ზე მეტი კუთხით);

ნ) ორივე კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ფუნქციურად ხელსაყრელ მდგომარეობაში;

ო) ბარძაყის ან წვივის ორივე ძვლის ცრუ სახსარი;

პ) მუხლის ან მენჯ-ბარძაყის მოლაყლაყე სახსარი;

ჟ) მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

რ) მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (170°-ზე მეტი ან 150°-ზე ნაკლები კუთხით);

ს) კიდურის დამოკლება 10სმ-ით და მეტით;

ტ) მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზი;

უ) ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი ამოვარდნილობა;

ფ) მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი ამოვარდნილობა, კიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლით (კიდურის დამოკლება 6სმ-ით და მეტით, სახსარში მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა- მოცულობა 10°-ზე ნაკლები, სახსრის არასტაბილურობა, დადებითი ტრენდელენბურგის სიმპტომი, კიდურის მანკიერი მდებარეობა);

ქ) ყბის ან მაგარი სასის დეფექტი, თუ პროთეზირება ვერ უზრუნველყოფს ღეჭვის ფუნქციას;

ღ) ქალას ძვლის დეფექტი (3X1სმ და მეტი) ან ტვინის ქსოვილში უცხო სხეულის არსებობა;

ყ) ფილტვის უქონლობა;

შ) გასტრექტომიის შედეგად კუჭის უქონლობა;

ჩ) გულის კუნთში ან გულის პერანგში უცხო სხეულის არსებობა;

ც) კიფოსქოლიოზი IV ხარისხის (ჩაკლინის მიხედვით);

ძ) ხორხის ამოკვეთის გამო მუდმივი ტრაქეოსტომა;

წ) ხორხის ნაწიბუროვანი სტენოზი ან დეფორმაცია, სუნთქვის II ხარისხის მყარი უკმარისობით;

ჭ) ხმის იოგების ორმხრივი დამბლა;

ხ) თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული მყარი აფონია;

ჯ) ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნქობა III-IV ხარისხის;

ჰ) ჰიპოფიზური ნანიზმი, ოსტეოქონდროპათია, ოსტეოქონდროდისტროფია, ზრდაში მკვეთრი ჩამორჩენით (ლილიპუტობა);

ჰ.ა) მტევნის დამბლა; მტევნის მკვეთრად გამოხატული პარეზი, მნიშვნელოვანი ტროფიული მოშლით;

ჰ.ბ) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ერთი თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე (მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე).

ჰ.გ) ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ან ტრავმის შედეგად განვითარებული ენცეფალოპათია II ხარისხის; ზომიერად გამოხატული ტრიპარეზი; ზომიერად გამოხატული ჰემიპარეზი; ზომიერად გამოხატული პარაპარეზი.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10

1.დაწესებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, დასკვნა რეაბილიტაციის ტექნიკური საშუალებების საჭიროების შესახებ (სპეციალური მოწყობილობები, ხელსაწყოები, შეგუებითი საშუალებები) გამოაქვს შემდეგი დაავადებების და დეფექტების არსებობის შემთხევაში:

ა) მკვეთრად გამოხატული მონოპარეზი, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზი, ზომიერად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;

ბ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია;

გ) მკვეთრად გამოხატული ჰიპერკინეზული სინდრომი;

დ) შარდისა და განავლის მუდმივი შეუკავებლობა, მათ შორის შარდ-განავლოვანი ფისტულები;

ე) სიყრუე;

ვ) მტევნის ოთხი თითის უქონლობა, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში, ან ზედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაცია;

ზ) ორი ან მეტი კიდურის მსხვილი სახსრების მკვეთრი კონტრაქტურა;

თ) მხრის, იდაყვის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის მოლაყლაყე სახსარი;

ი) ტერფის ტაკვი მეტატარზალური ძვლების თავების რეზექციით ან ქვედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაციით;

კ) ორივე თვალის მხედველობის დაქვეითება კორექციით 0,08-მდე ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 15°-მდე.

 2. დაწესებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დასკვნა გადაადგილების საშუალებების საჭიროების შესახებ გამოაქვს შემდეგი დაავადებებისა და დეფექტების არსებობის შემთხვევაში:

ა) ოთახის სავარძელი-ეტლი:

ა.ა) გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

ა.ბ) ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

ა.გ) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, ტრიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, ტეტრაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები, მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;

ა.დ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია, ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი;

ა.ე) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები.

ბ) ველო-ეტლი:

ბ.ა) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი;

ბ.ბ) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;

ბ.გ) ორივე ქვედა კიდურის მსხვილი სახსრების (ორი ან მეტი) ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

ბ.დ) წვივის ტაკვი, შერწყმული მეორე ქვედა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატულ დარღვევასთან.

გ) სპეციალიზებული (ხელით ან ერთი ხელით და ერთი ფეხით სამართავი) ავტო-მოტო ტრანსპორტი:

გ.ა) ერთი ქვედა კიდურის დამბლა ან მკვეთრად გამოხატული პარეზი, ორივე ქვედა კიდურის დამბლა ან მკვეთრად გამოხატული პარეზი, ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი;

გ.ბ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია;

გ.გ) ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი გადაადგილების მნიშვნელოვანი გაძნელებით;

გ.დ) ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებები, II და მეტი ხარისხის ქრონიკული არტერიული უკმარისობით;

გ.ე) ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა II-III ხარისხის ან ერთი ქვედა კიდურის ვენური უკმარისობა III ხარისხის;

გ.ვ) ქვედა კიდურების ქრონიკული ლიმფური უკმარისობა III ხარისხის (სპილოვნება);

გ.ზ) ორივე ტერფის ტაკვი მეტატარზალური ძვლების თავების რეზექციით, ან ქვედა კიდურების უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;

გ.თ) წვივის ტაკვი ან ქვედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაცია;

გ.ი) ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა;

გ.კ) მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;

გ.ლ) მენჯ-ბარძაყის ან მუხლის მოლაყლაყე სახსარი;

გ.მ) მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

გ.ნ) მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (170°-ზე მეტი ან 150°-ზე ნაკლები კუთხით);

გ.ო) კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ტერფის მანკიერი მდებარეობით;

გ.პ) ორივე ქვედა კიდურის ორი ან მეტი მსხვილი სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

გ.ჟ) ორივე ბარძაყის ან ორივე წვივის ძვლების არასწორად შეხორცებული მოტეხილობები დეფორმაციით 170° -ზე ნაკლები კუთხით;

გ.რ) ბარძაყის ან დიდი წვივის ძვლის ცრუ სახსარი;

გ.ს) მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზი;

გ.ტ) ერთი ქვედა კიდურის დამოკლება 10სმ-ით და მეტი;

გ.უ) ქვედა კიდურის მნიშვნელვანი ტროფიული დარღვევები ხანგრძლივად შეუხორცებელი (6 თვეზე მეტი), ან მორეციდივე წყლულის არსებობით, ზომით: წვივზე – 20კვ.სმ და მეტით, ტერფის ზურგზე – 10კვ.სმ და მეტით, ტერფის გულზე – არანაკლებ 2 კვ.სმ ფართით;

გ.ფ) ხერხემლის დაავადებები, დეფორმაციები გადაადილების და დგომის მნიშვნელოვანი გაძნელებით (ხერხემლის III-IV ხარისხის გამრუდება მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი – ბეხტერევის დაავადება, მენჯ-ბარძაყის სახსრების გამოხატული კონტრაქტურით)“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებული ირ. გიორგობიანი

დანართი 11

 

ექიმ-სპეციალისტთა ნუსხა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დაავადებების, ტრავმების, ანატომიური და გონებრივი დეფექტებისა და ფუნქციური დარღვევების მიხედვით შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის დროს

 

 

 

ექიმი-სპეციალისტი

დაავადებების, ტრავმების, ანატომიური და გონებრივი დეფექტებისა და ფუნქციური დარღვევების ჩამონათვალი მე-9 და მე-10 მუხლების პუნქტებისა და ქვეპუნქტების მიხედვით

მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტები

მე-9 მუხლის მე-2

პუნქტის ქვეპუნქტები

მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტები

მე-10

მუხლის პუნქტები და ქვეპუნქტები

 

 

ზოგადი ქირურგი

 

ბ”; თ”; მ”; ნ”; ტ”.

ლ”; მ”; ნ”; პ”; ჟ”; ფ”; ც”; ძ”; ჰ”; ჰ.ა”; ჰ.ბ”; ჰ.გ”; ჰ.დ”; ჰ.ე”; ჰ.ვ”; ჰ.მ”.

ა”; ბ”; გ”; დ”; ე”; ვ”; ზ”; თ”; ი"; კ”; ლ”; მ”; ნ”; ო”; პ”; ჟ”; რ”; ს”; ტ”; უ”; ფ”; ქ”; ღ”; ყ”; შ”; ჩ”; წ”.

პირველი პუნქტის დ”; ვ”; ზ”; თ”; ი”; კ”. და მე-2 პუნქტის ა.გ”; ა.ე”; ბ.ბ”; ბ.გ”; ბ.დ”; გ.ა-გ.ფ”.

ნეფროლოგი

ბ”

ნ”; ო”

 

 

უროლოგი

ბ”

ლ”; ნ”; ო”; პ”

 

 

შინაგანი მედიცინა

ა”; ბ”; გ”; ე”; ვ”; ზ”; ი”; კ”; ო”

ა”; ბ”; გ”; ვ”; ი”; ნ”; ჰ.ი”; ჰ.კ”

 

მე-2 პუნქტის ა”

ონკოლოგი

გ”; დ”; ე”; ვ”; ზ”; თ”

ც”; ძ”; წ”; ჭ”; ჯ”; ხ”.

შ”; ძ”

 

 

ნევროლოგი

ი”; კ”; პ”; ჟ”; რ”; ს”

კ”; რ”; ს”; ტ”; უ”; ფ”; ჰ.ზ”; ჰ.თ”; ჰ.ლ”

ზ”; ღ”; ჰ”;ჰ.ა”; ჰ.გ”

პირველი პუნქტის ა”; ბ”; გ” და

მე-2 პუნქტის “ა.გ”; ა.დ”; ბ.ა”; გ.ა”; გ.ბ”; გ.ბ”; გ.ფ”;

 

ნეიროქირურგი

ი”; კ”

რ”; ფ”

 

ღ”; ხ”; ჰ.ა”; ჰ.გ”

 

პირველი პუნქტის ა”; ბ”; გ” და

მე-2 პუნქტის ა.გ”; ა.დ”; ბ.ა”; გ.ა”; გ.ბ”; გ.ბ”; გ.ფ”

ოფთალმოლოგი

ლ”

ქ”;ღ”; ყ”; შ”; ჩ”

ჰ.ბ”

პირველი პუნქტის კ”

კარდიოლოგი

ა”; ბ”; დ”; ე”

ა”; ბ”; გ”; დ”; ე”; ჰ.ი”; ჰ.კ”

ჩ”

მე-2 პუნქტის ა.ა”; ა.ბ”

ფსიქიატრი

„პ; „ჟ; „რ; „ს

„ჰ.ზ”; „ჰ.თ”

 

 

ჰემატოლოგი

; „დ; „ე; „ვ; „ზ

„წ; „ჭ; „ხ; „ჯ

 

 

 

ორთოპედ/

ტრავმატოლოგი

„მ; „ნ; „ტ

„თ”; „კ”; „ჰ”; „ჰ.ა”; „ჰ.ბ”; „ჰ.გ”; „ჰ.დ”; „ჰ.ე”; „ჰ.ვ”; „ჰ.მ”

ა”; ბ”; გ”; დ”; ე”; ვ”; ზ”; თ”; ი”; კ”; ლ”; მ”; ნ”; ო”; პ”; ჟ”; რ”; ს”; ტ”; უ”; ფ”; ქ”; ც”; ჰ.ა”

პირველი პუნქტის დ”; ვ”; ზ”; თ”; ი”; კ” და მე-2 პუნქტის ა.გ”; ა.ე”; ბ.ბ”; ბ.გ”;ბ.დ”; გ.ა-გ.ფ”

გულ-სისხლძარღვთა

ქირურგი

დ”; ე”

დ”; ე”; ჟ”

ჩ”

 

ფთიზიატრი

 

ზ”; თ”; ო”

ყ”

 

პულმონოლოგი

 

ვ”; ზ”.

ყ”

 

ოტორინოლარინ-გოლოგი

 

ც”

ძ”; წ”; ჭ”; ხ”; ჯ”

პირველი პუნქტის ე”

ენდოკრინოლოგი

 

ი”

ჰ”