„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 130/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 02/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.873
  • Word
130/ნ
30/05/2008
სსმ, 78, 02/06/2008
470.230.000.22.035.011.873
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.873

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №130/ნ

2008 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №9; მუხლი 86) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის “ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჟ) მაიონიზირებელი რადიაციის ზემოქმედება (რადიაქტიური იზოტოპები, რენტგენის სხივები); სხივური ავადმყოფობა“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ყ) ეპილეფსიური სინდრომი ან ეპილეფსიური დაავადება კრუნჩხვითი ან/და არაკრუნჩხვითი გულყრებით, რაც მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას ანტიკონვულსანტებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ)“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ.ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჰ.ფ) ტიპი 1 – შაქრიანი დიაბეტი (უვადოდ)“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ.ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჰ.ქ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ან სხვა ტიპის დიაბეტი, მეტაბოლურ სინდრომთან ასოცირებული ან მეტაბოლური სინდრომის გარეშე, გართულებული ცალკეულ ან რამდენიმე ორგანოთა სისტემის (გულსისხლძარღვთა, ნერვული, შარდის გამომყოფი, მხედველობის, კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და სხვა) მხრივ დაზიანებით, ორგანოთა გამოხატული ფუნქციური უკმარისობით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ)“.

5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა II-III ხარისხის“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი