საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ

  • Word
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 5-6, 24/04/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.030.060.05.001.000.130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
159
21/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 5-6, 24/04/1996
110.030.060.05.001.000.130
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/03/2010 - 04/05/2010)

საქართველოს კანონი

საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ

თავი I

საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები

     მუხლი 1

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოება ხორციელდება კონსტიტუციისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე–39-ე, მე-40, 41-ე, 411, 412 მუხლების პირველ პუნქტებში და 42-ე მუხლში მითითებული პირები და ორგანოები თანაბრად არიან უფლებამოსილნი უშუალოდ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.

3. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

     მუხლი 2

1. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს ღია სხდომაზე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით სახელმწიფო, პირადი, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს. აუცილებლობის შემთხვევაში, დახურულ სხდომაზე შეიძლება დაესწრონ მოწმეები, ექსპერტები და თარჯიმნები, მხარეთა შუამდგმლობით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს სხვა პირებსაც.

3. განჩინება საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს სათათბირო ოთახში.

4. სასამართლოს სხდომაზე არ დაიშვება პირი, რომელსაც არ შესრულებია 16 წელი, თუ ის არ არის მოწმე, ასევე შეიარაღებული პირი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს იცავენ. ეს უკანასკნელნი დაიშვებიან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვით.

5. სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება დასაშვებია მხოლდ კონკრეტული საქმის განმხილველი სასამართლოს თანხმობით.

6. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

     მუხლი 3

საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. სასამართლო ვალდებულია მიუჩინოს თარჯიმანი პროცესის იმ მონაწილეს, რომელიც ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას.

     მუხლი 4

1. საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ რომელიმე მოსამართლე შეიცვალა, საქმის განხილვა თავიდან იწყება.

2. საქმის განხილვაში მონაწილე რომელიმე მოსამართლის ჩამოცილება არ აბრკოლებს საქმის შემდგომ განხილვას, თუ დარჩენილთა რაოდენობა ქმნის მოსამართლეთა კვორუმს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

    მუხლი 5

1. სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სასამართლო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით მოისმინოს სამართალწარმოების მონაწილეთა განმარტებები და სიტყვები, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, გამოაქვეყნოს საქმეში არსებული და პროცესის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებისას საოქმო ჩანაწერში მიუთითებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას, საქმის გარემოებების სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის მიზნით, უფლება აქვს მიიღოს საოქმო ჩანაწერი საქმის ზეპირად განხილვის შესახებ, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

     მუხლი 6

1. სასამართლოს სხდომა, ასევე მოსამართლეთა თათბირი სამუშაო დღის განმავლობაში შეუწყვეტლად მიმდინარეობს.

2. სასამართლო უფლებამოსილია გადადოს ან შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ აუცილებელია დამატებით მოწმეთა და სპეციალისტთა გამოძახება, ექსპერტიზის ჩატარება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა, ასევე საქმის განხილვის დამაბრკოლებელ სხვა გარემოებათა აცილება. საქმის განხილვა გრძელდება მისი შეჩერების მომენტიდან.

3. (ამოღებულია).

4. საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადადებული ან შეჩერებული საქმის განხილვის დასრულებამდე მონაწილეობა მიიღოს სხვა საქმის განხილვაში.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია გადაწყვიტოს კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი სასამართლოს პლენუმის/კოლეგიის მიერ სხვა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის ან განხილვის დროს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

     მუხლი 7

1. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში ღია კენჭისყრით. თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, სათათბირო ოთახში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ ის მოსამართლენი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში.

2. საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას.

3. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც გადმოიცემა წერილობითი ფორმით.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ავტორის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად,ქვეყნდება პრესაში.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულ აზრთან ერთად სრული სახით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

     მუხლი 8

1. არავის აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მოსთხოვოს ანგარიში ან განმარტება კონკრეტულ საქმეზე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს:

ა) საქმის განხილვის დაწყებამდე, აგრეთვე სასამართლო სხდომის გარეშე, გამოთქვას მოსაზრებები ან მისცეს ვინმეს კონსულტაცია განსახილველი კანონების ან სხვა აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) გაამჟღავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია.

    მუხლი 9

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიური პრინციპით განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები დადგენილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე და 45-ე მუხლებით.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

თავი II

განსჯადობა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი

     მუხლი 10

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია ,,ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული საკითხები.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისა და კოლეგიის განსჯადი საკითხები გამიჯნულია ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

     მუხლი 11

1. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის (დებულების) არაკონსტიტუციურად ცნობას.

11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 411 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად ნორმატიული აქტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაზე, ხოლო იმავე კანონის 412 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის ძალადა-კარგულად ცნობას.

2. თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

    მუხლი 12

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები არიან:

ა) მხარეები – პირები და ორგანოები, რომლებიც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე – მე-40 მუხლებისა და 411 მუხლის შესაბამისად ითვლებიან მოსარჩელეებად და მოპასუხეებად;

ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთათვისაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით გადაცემული აქვთ თავიანთი უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით;

[ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთათვისაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით გადაცემული აქვთ თავიანთი უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი მოთავსებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით; (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.)]

გ) მხარეთა ინტერესების დამცველნი–ადვოკატები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა, ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეებთან ან მათ წარმომადგენლებთან ერთად. მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მიიწვიოს წარდგინების ავტორები, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხზე დასკვნის მომზადებისას – შესაბამისი თანამ-დებობის პირებიც და მოისმინოს მათი განმარტება, მაგრამ ამ პირებს მხარედ არ აღიარებს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2313 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.89

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2721 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.58

     მუხლი 13

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს თანაბარი უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები, გადაიღონ ასლები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, წარადგინონ მტკიცებულებანი, დაუსვან კითხვები ერთმანეთს, მოწმეებს, ექსპერტებს და სპეციალისტებს, მიმართონ შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს, მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გამოვიდნენ დასკვნითი სიტყვით.

2. მოსარჩელეს უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი წარდგინების ავტორი უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა. ამისათვის მან წერილობით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ვალდებულია მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

31. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა. ამისათვის მან წერილობით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლო არ არის უფლებამოსილი უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.

5. მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, თუ იგი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

    მუხლი 14

საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი მოვალენი არიან კეთილსინდისიერად გამოიყენონ თავიანთი უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წინასწარი შეცნობით, ყალბი ცნობების მიწოდება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

თავი II1

სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1891 - სსმ I, №33, 09.11.2009 ., მუხ .210

    მუხლი 141

1. ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული, მხედველობაში მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წერილობითი მოსაზრება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

4. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებას საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მას უფლება აქვს, გამოიძახოს იგი სასამართლო სხდომაზე დამატებითი შეკითხვების დასმის მიზნით.

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1891 - სსმ I, №33, 09.11.2009 ., მუხ .210

თავი III

საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყება და საქმეთა განსახილველად მიღება

     მუხლი 15

1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანა.

11. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებად ითვლება განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან კოლეგიის მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხზე („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

    მუხლი 16

1. კონსტიტუციური სარჩელი იწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის (მოსარჩელეთა) მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;

გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

ე) მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს:

ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;

ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს წარდგინების ავტორთა მიერ (თუ წარდგინების ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით აღნიშნული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა დასახელება და მისამართები;

გ) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების დასახელება, მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი, თუ წარდგინება ეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, ან თანამდებობის პირის დასახელება, თუ წარდგინება ეხება იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხს;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება, ან რომლებიც, მათი აზრით, დაარღვია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა თანამდებობის პირმა;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორებს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთვოდეს:

ა) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების ტექსტი, თუ წარდგინება ეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხს;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

41. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პარლა-მენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის  მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული წესით) და მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელეთა და მოპასუხეთა დასახელება და მათი მისამართები;

გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/ გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელეთა აზრით, არღვევს ან არ შეესაბამება სადავო აქტი;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.

42. ამ მუხლის 41 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს:

ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;

ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

43. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;

გ) სადავო აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ან საქართველოს კანონების დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, არღვევს ან არ შეესაბამება სადავო აქტი;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

44. ამ მუხლის 43 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთვოდეს:

ა) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დად-გენილება;

ბ) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;

გ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;

დ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

ე) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

5. საერთო სასამართლოს მიერ შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის წევრთა მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლოსა და მოსამართლის/სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლეთა დასახელება და მისამართები;

გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლო, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმებაა, – მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული აქტი;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების შემტან სასამართლოს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

ზ) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთვოდეს:

ა) იმ ნორმატიული აქტის ტექსტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლო;

ბ) სასამართლოს აქტი საქმის განხილვის შეჩერების შესახებ;

გ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

7. კონსტიტუციური სარჩელი, კონსტიტუციური წარდგინება და თანდართული საბუთები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1891 - სსმ I, №33, 09.11.2009 ., მუხ .21 0

     მუხლი 17

1. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებას, საქმის მასალების ფორმალური (და არა შინაარსობრივი) მხარის შემოწმების შემდეგ, რეგისტრაციაში ატარებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომელი. მათში არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად. თუ ამ ვადაში უზუსტობა არ გამოსწორდა, სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაცია უქმდება. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეს 7 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე პლენუმის განსჯადია, – იმავე ვადაში ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის სხდომისათვის და გადასცემს მას საქმეს. კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს კოლეგიათა შორის მათი თანაბრად განაწილების პრინციპი.

3. კოლეგიის თავმჯდომარე საქმის მიღებისთანავე კოლეგიის წევრთაგან ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს განმწესრიგებელი სხდომისთვის და გადასცემს მას საქმეს.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ მიღებულია საოქმო ჩანაწერი ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ, იმართება განმწესრიგებელი სხდომა. პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის თარიღს ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო კოლეგიისას – შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარე.

5. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღება ფორმდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან კოლეგიის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისას პლენუმს/კოლეგიას გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.

51. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.

6. მომხსენებელი მოსამართლე კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შესწავლისას არკვევს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძველი სარჩელის ან წარდგინების ან მათში მითითებული რომელიმე საკითხის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს, რის საფუძველზედაც განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს. პროექტი საქმის მასალებთან ერთად გადაეცემა პლენუმის ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს განმწესრიგებელ სხდომამდე სულ ცოტა 2 დღით ადრე კოლეგიის წევრებისთვის მათ გადაცემას. თუ კოლეგიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება განმწესრიგებელ სხდომაზე გასატან პროექტს, მას უფლება აქვს წარადგინოს თავისი პროექტი.

61. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხსენებელი მოსამართლე არკვევს, არსებობს თუ არა სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი. საჭიროების შემთხვევაში მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს, რის საფუძველზედაც განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების პროექტს.

7. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხეს, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამდებობის პირს, რომლის ქმედების კონსტიტუციურობასაც ეხება წარდგინება, განმწესრიგებელი სხდომის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის საქმის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო რიგგარეშე განიხილავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით, „ვ“ ქვეპუნქტითა (იმავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №78 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.99

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1891 - სსმ I, №33, 09.11.2009 ., მუხ .21 0

    მუხლი 18

კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:

ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ);

გ) მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ე) მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;

ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

ვ) არასაპატიო მიზეზით დარღვეულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1891 - სსმ I, №33, 09.11.2009 ., მუხ .21 0

    მუხლი 19

ამ კანონის მე-18 მუხლის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებას, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

    მუხლი 20

1. საკონსტიტუციო სასამართლო წინასწარ ატყობინებს მოსარჩელეს, კონსტიტუციური წარდგინების ავტორს ან მათ მათი წარმომადგენლებს განმწესრიგებელი სხდომის გამართვის თარიღს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მოსარჩელის, წარდგინების ავტორის ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მათი წარმომადგენლები და ინტერესების დამცველნი და მოისმინოს მათი განმარტება ამ კანონის მე-18 მუხლში აღნიშნულ საკითხებზე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოპასუხე, მისი წარმომადგენელი, ინტერე-სების დამცველი და მოისმინოს მათი განმარტება.

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მხარეთა, წარდგინების ავტორთა ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე ვალდებულია განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, ინტერესების დამცველნი და მოისმინოს მათი განმარტება.

5. ეს მუხლი არ ვრცელდება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ან საოქმო ჩანაწერი მიღებიდან 2 დღეში ეგზავნება მხარეებს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

    მუხლი 21

1. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერში მიეთითება :

ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ან კოლეგიამ განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ;

ზ) საქმის განხილვის დაწყების სავარაუდო ვადა;

თ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მითითება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.

2. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ან კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ განჩინებაში მიეთითება:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება;

ე) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონ-სტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ან კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება და ძალადაკარგულად ცნო სადავო აქტი;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ;

ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საოქმო ჩანაწერში მიეთითება:

ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) ის საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;

ე) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს გადასცემს პლენუმს;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების პლენუმისათვის გადაცემის შესახებ;

ზ) საქმის განხილვის დაწყების სავარაუდო ვადა.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

     მუხლი 22

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლითა და 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.

2. განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს/კოლეგიას წარუდგენს მომხსენებელი მოსამართლე. თუ არსებობს გადაწყვეტილების სხვა პროექტი, მას კენჭი ცალკე ეყრება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სხდომის დარბაზში.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

    მუხლი 23

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის შესახებ დგება ოქმი ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

თავი IV

საქმის არსებითად განხილვა და გადაწყვეტა

     მუხლი 24

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს არსებითად განიხილავს პლენუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

2. პლენუმი უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს არსებითად განიხილავს კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს კოლეგიის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

4. კოლეგია უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 3 წევრი.

     მუხლი 25

1. საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე:

ა) გახსნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე განიხილება არსებითად;

ბ) ამოწმებს მოსამართლეთა კვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას;

გ) ამოწმებს მხარეთა უფლებამოსილებას;

დ) არკვევს სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოცხადებას და მათი გამოუცხადებლობის მიზეზს;

ე) აცხადებს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და სხდომის მდივანს;

ვ) განუმარტავს სამართალწარმოების მონაწილეებს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით განსაზღვრულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს;

ზ) არკვევს სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა. ამ საკითხებზე შემოსულ შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დარბაზში ხმათა უმრავლესობით:

თ) აცხადებს საქმის არსებითად განხილვის დაწყებას.

2. მხარეს უფლება აქვს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის აცილებაზე, თუ:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი , ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს უფლება აქვთ განერიდონ საქმის განხილვაში მონაწილეობას.

4. აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

     მუხლი 26

1. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მომხსენებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოხსენებით. საქმის მომხსენებელი ვალდებულია:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მოახსენოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისა და საქმის არსებითად განხილვის საფუძველი, აგრეთვე საქმეში არსებული მასალების შინაარსი;

ბ) უპასუხოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეკითხვებს.

2. საქმის მოხსენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს ჯერ მოსარჩელის, ხოლო შემდეგ მოპასუხის განმარტებებს. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მისცეს შეკითხვები.

3. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლო მოისმენს მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებებს, აქვეყნებს საქმეში არსებულ და საქმის განხილვის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ექსპერტთა და სპეციალისტთა დაკითხვამდე სხდომის თავმჯდომარე ადგენს მათ ვინაობას და წერილობით აფრთხილებს მათ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნისათვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. თავმჯდომარე აგრეთვე აფრთხილებს თარჯიმანს შეგნებულად არასწორი თარგმ ნისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე.

4. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს.

5. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე საკუთარი ან საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ინიციატივით და საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით მოხსნას მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და სასამართლოს მეგობრისათვის მიცემული შეკითხვა.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1891 - სსმ I, №33, 09.11.2009 ., მუხ .21 0

    მუხლი 27

სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევთა მიმართ ზომების გამოყენება, აგრეთვე წინასწარი შეცნობით ყალბი ცნობების მიწოდებას და ჩვენებაზე უარის თქმის ან წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

    მუხლი 28

საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს საქმის განხილვის მონაწილეთა დასკვნით სიტყვებს. ჯერ გამოდიან მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი და ადვოკატი. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე უცხადებს საქმის განხილვის მონაწილეებს და სხდომის დარბაზში მყოფ სხვა პირებს.

    მუხლი 29

1. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან დასკვნაზე ხელმოწერის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას ან დასკვნას აცხადებს სხდომის დარბაზში.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა ცხადდება საქართველოს სახელით.

3. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას განჩინება, საოქმო ჩანაწერი, გადაწყვეტილება ან დასკვნა არ ცხადდება სხდომის დარბაზში.

4. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს გადაწყვეტილების ან დასკვნის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამ შემთხვევაში მხარეებს მოთხოვნისთანავე გადაეცემა გადაწყვეტილების ან დასკვნის სრული ტექსტი.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

    მუხლი 30

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებას ან დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებებს, რომლებიც განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ან წარდგენილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

    მუხლი 31

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

     მუხლი 32

1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან დასკვნის შესავალ ნაწილში აღინიშნება:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) გადაწყვეტილების ან დასკვნის გამოტანის თარიღი და ადგილი;

გ) სასამართლოს შემადგენლობა და სხდომის მდივანი;

დ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

2. აღწერილობით ნაწილში უნდა აღინიშნოს:

ა) კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოთხოვნა;

ბ) მოპასუხის პოზიცია.

3. სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი;

ბ) მტკიცებულებანი, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები;

გ) მოტივები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებას;

დ) საქართველოს კონსტიტუციის ნორმები (დებულებები), „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ნორმები (დებულებები), ხოლო იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართვე-ლოს კანონების ნორმები (დებულებები), რომლებსაც შეესაბამება ან არ შეესაბამება სადავო აქტი;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღებისას.

4. სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის შესახებ;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;

1) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის თაობაზე ან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა არაკონსტიტუციურად ცნობის ან კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;

დ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული თანამდებობის პირის ქმედობის კონსტიტუციურობის შესახებ;

ე) გადაწყვეტილების ან დასკვნის სამართლებრივ შედეგებს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

    მუხლი 33

1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ ხელმოწერიდან 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

2. გადაწყვეტილების ასლი ეგზავნებათ მხარეებს, ხოლო დასკვნის ასლი – კონსტიტუციური წარდგინების ავტორებსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ თანამდებობის პირებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების ასლი ეგზავნებათ წარდგინების ავტორსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

3. გადაწყვეტილებისა და დასკვნის ასლები, ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული განჩინების ასლები აუცილებლად ეგზავნებათ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

     მუხლი 34

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს სხდომის მდივანი.

2. სასამართლოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) სასამართლო სხდომის თარიღი და ადგილი;

ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების თარიღი;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლენი და ის მოსამართლენი, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ იღებენ მონაწილეობას საქმის განხილვაში;

დ) სხდომის მდივანი;

ე) საქმის დასახელება;

ვ) ცნობები საქმის განხილვის მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა, აგრეთვე მათთვის უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ;

ზ) თავმჯდომარის განკარგულებანი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხდომის დარბაზში მიღებული დადგენილებანი;

თ) საქმის განხილვის მონაწილეთა განცხადებები და განმარტებები;

ი) მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული წერილობითი მტკიცებულებები.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

 

     მუხლი 35

1. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციის სხვა საკითხები განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.

2. (ამოღებულია).

3. რეგლამენტი დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრის დროს მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 2 წევრმა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი, 1996 წლის 21 მარტი.

№159-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1270 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.17

2. საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2313 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.89

3. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №600 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.175

4. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4216 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.18

5. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №78 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.99

6. საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1891 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.210

7. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2721 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.58

15. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3265-რს - ვებგვერდი, 10/08/2018 14. 29/12/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12/01/2017 13. 03/06/2016 - საქართველოს კანონი - 5162-რს - ვებგვერდი, 04/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3533-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 11. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1021-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 05/05/2011 - საქართველოს კანონი - 4629-Iს - ვებგვერდი, 110525009, 25/05/2011 9. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3712-IIს - სსმ, 57, 25/10/2010 8. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3070 - სსმ, 25, 17/05/2010 7. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2721 - სსმ, 2721, 24/03/2010 6. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1891 - სსმ, 33, 09/11/2009 5. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 78 - სსმ, 12, 14/07/2008 4. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4216 - სსმ, 1, 03/01/2007 3. 25/11/2004 - საქართველოს კანონი - 600 - სსმ, 37, 16/12/2004 2. 02/06/2003 - საქართველოს კანონი - 2313 - სსმ, 13, 02/06/2003 1. 12/02/2002 - საქართველოს კანონი - 1270 - სსმ, 4, 05/03/2002