„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 03/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 110.030.080.05.001.002.527
  • Word
4216
29/12/2006
სსმ, 1, 03/01/2007
110.030.080.05.001.002.527
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს  

 კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

                მუხლი 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 5

1. სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სასამართლო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით მოისმინოს სამართალწარმოების მონაწილეთა განმარტებები და სიტყვები, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, გამოაქვეყნოს საქმეში არსებული და პროცესის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებისას საოქმო ჩანაწერში მიუთითებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას, საქმის გარემოებების სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის მიზნით, უფლება აქვს მიიღოს საოქმო ჩანაწერი საქმის ზეპირად განხილვის შესახებ, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს.“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 9

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიური პრინციპით განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები დადგენილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე და 45-ე მუხლებით.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთათვისაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით გადაცემული აქვთ თავიანთი უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით;“.

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსარჩელეს უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

6. მე-16 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.“;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.“;

დ) 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.“;

ე) 42 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.“;

ვ) 44 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.“;

ზ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.“.

7. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებას, საქმის მასალების ფორმალური (და არა შინაარსობრივი) მხარის შემოწმების შემდეგ, რეგისტრაციაში ატარებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომელი. მათში არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად. თუ ამ ვადაში უზუსტობა არ გამოსწორდა, სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაცია უქმდება. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ მიღებულია საოქმო ჩანაწერი ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ, აგრეთვე ერთ-ერთი მხარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, იმართება განმწესრიგებელი სხდომა. პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის თარიღს ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო კოლეგიისას – შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარე.“.

8. მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 19

ამ კანონის მე-18 მუხლის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებას, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

10. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ეს მუხლი არ ვრცელდება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ან საოქმო ჩანაწერი მიღებიდან 2 დღეში ეგზავნება მხარეებს.“.

11. 21-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მითითება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საოქმო ჩანაწერში მიეთითება:

ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) ის საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;

ე) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს გადასცემს პლენუმს;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების პლენუმისათვის გადაცემის შესახებ;

ზ) საქმის განხილვის დაწყების სავარაუდო ვადა.“.

12. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლითა და 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.“.

13. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას განჩინება, საოქმო ჩანაწერი, გადაწყვეტილება ან დასკვნა არ ცხადდება სხდომის დარბაზში.

4. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს გადაწყვეტილების ან დასკვნის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამ შემთხვევაში მხარეებს მოთხოვნისთანავე გადაეცემა გადაწყვეტილების ან დასკვნის სრული ტექსტი.“.

14. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 30

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებას ან დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებებს, რომლებიც განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ან წარდგენილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში.“.

15. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ ხელმოწერიდან 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.“.

16. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციის სხვა საკითხები განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

 თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4216–რს