„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3533-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 110030060.05.001.017720
3533-IIს
01/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
110030060.05.001.017720
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც მხარეებმა კანონით დადგენილი წესით გადასცეს თავიანთი უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მხარის წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2015 წ.

N3533-IIს