"საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4629-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110525009, 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 110030060.05.001.016314
  • Word
4629-Iს
05/05/2011
ვებგვერდი, 110525009, 25/05/2011
110030060.05.001.016314
"საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 5-6, 24.04.96, გვ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე−413 მუხლების პირველ პუნქტებში, 414 და 42-ე მუხლებში მითითებული პირები და ორგანოები თანაბრად არიან უფლებამოსილი, უშუალოდ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას  რომელიმე მოსამართლე შეიცვალა, საქმის განხილვის შესაბამისი ეტაპი თავიდან იწყება.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო სხდომა სამუშაო დღის განმავლობაში მიმდინარეობს შეუწყვეტლად. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებთან შეთანხმებით სხდომა გამართოს ნებისმიერ დროს.“.

4. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მხარეები – პირები და ორგანოები, რომლებიც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე–მე-40, 411 და 413 მუხლების შესაბამისად ითვლებიან მოსარჩელეებად და მოპასუხეებად;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს წარდგინების ავტორები, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე დასკვნის მომზადებისას – შესაბამისი თანამდებობის პირებიც და მოისმინოს მათი განმარტება, მაგრამ ამ პირებს მხარედ არ აღიარებს. აღნიშნულ თანამდებობის პირებს, მიუხედავად იმისა, მიწვეული იქნებიან თუ არა ისინი სასამართლო განხილვაზე, უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინონ წერილობითი ახსნა-განმარტება.“.

5. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შემტანი საერთო სასამართლო ა/ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის უფლებამოსილი, უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.“.

6. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „კ“ და ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ საკითხზე (იმავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი.“.

7. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის (მოსარჩელეთა) მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მისი/მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;

გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.“;

ბ) 44 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45 და 46 პუნქტები:

45. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;

გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმებაა, – მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

46. ამ მუხლის 45 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს:

ა) სადავო ნორმატიული აქტის ტექსტი;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.“.

8. მე-17 მუხლის მე-6−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მომხსენებელი მოსამართლე კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შესწავლისას არკვევს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძველი სარჩელის ან წარდგინების ან მათში მითითებული რომელიმე საკითხის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს. პროექტი საქმის მასალებთან ერთად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს განმწესრიგებელ სხდომამდე სულ ცოტა 2 დღით ადრე კოლეგიის წევრებისთვის მათ გადაცემას. თუ კოლეგიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება განმწესრიგებელ სხდომაზე გასატან პროექტს, მას უფლება აქვს, წარადგინოს თავისი პროექტი.

61. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხსენებელი მოსამართლე არკვევს, არსებობს თუ არა სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან,  კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების პროექტს.

7. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხეს საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის საქმის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამდებობის პირს, რომლის ქმედების კონსტიტუციურობასაც ეხება წარდგინება, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო რიგგარეშე განიხილავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და ქვეპუნქტებით, იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (იმავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.“.

9. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 

10.  22-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს/კოლეგიას წარუდგენს მომხსენებელი მოსამართლე. თუ არსებობს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის სხვა პროექტი, მას კენჭი ცალკე ეყრება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება/საოქმო ჩანაწერი  ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და შესაძლებელია გამოცხადდეს სხდომის დარბაზში.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-6 პუნქტები:

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული განჩინების და საოქმო ჩანაწერის, რომლითაც ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერება, სხდომის დარბაზში გამოცხადება სავალდებულოა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული განჩინება/საოქმო ჩანაწერი ძალაში შედის სხდომის დარბაზში მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების/საოქმო ჩანაწრის მიღების (გამოცხადების) შესახებ ეცნობებათ მხარეებს.“.

11. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ან დასკვნა შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომის დარბაზში.“.

12. 32-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს აემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის და სასამართლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები.“;

ბ) მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს ა/ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;“.

13. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 15 დღეში იგი ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.“.  

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი.

№4629I