დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3712-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 25/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110030060.05.001.016034 |
საქართველოს კანონი
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ან გადაწყვეტის დროს განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვის დასრულებისა და სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ უფლებამოსილია არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელი ან/და კონსტიტუციური წარდგინება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 ოქტომბერი.
№3712–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები