„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1021-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 110030060.05.001.017064
1021-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
110030060.05.001.017064
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), რომლით (რომლებით) გათვალისწინებული დანაშაულიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა, და იმ ქმედებების აღწერა, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია;“.

2. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხეს საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის საქმის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს, რომლის მიმართაც აღძრულია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს.“.

3. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული თანამდებობის პირის ქმედების კონსტიტუციურობის შესახებ ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის ან უარყოფის შესახებ;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1021-Iს