საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.000.063
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
193
25/03/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993
010.110.000.04.001.000.063
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 30.04.2014, №2319)

 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს 1997 წლის 1 ოქტომბრის კანონი №893-პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997წ., გვ.5

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას.

ეს კანონი საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს მოქალაქეობა

1. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა.

2. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან რომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90

    მუხლი 2. მოქალაქეობის უფლება

საქართველოში ამ კანონით დადგენილი წესით ყოველ ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობის უფლება. არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვებებისა.

არავის არ შეიძლება ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა.

    მუხლი 3. საქართველოს მოქალაქე

საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება:

ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე .

ბ) საქართველოში დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამდენად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის ა” პუნქტის მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა

) პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს 1993 წლის 24 ივნისის კანონი №277-საქართველოს პარლამენტის უწყებები, №8, 1993წ., მუხ.147

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა

საქართველოს მოქალაქენი კანონის წინაშე თანასწორნი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 5. საქართველოს მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა

საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები.

საქართველოს მოქალაქენი მოვალენი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და სხვა კანონები, გაუფრთხილდნენ ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობას, ხელი შეუწყონ მის ძლიერებას, იყვნენ საქართველოს ინტერესების ერთგულნი.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 6. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა

საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, თავის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, იცავს საქართველო.

   

   მუხლი 7. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება საზღვარგარეთ მცხოვრები პირისათვის

საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

    მუხლი 8. სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი და მოქალაქეობის არმქონე პირნი მოვალენი არიან პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონები, მათ გარანტირებული აქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის იმის უფლება, რომ მიმართონ სასამართლოს და სხვა სახელმწიფო ორგანოებს მათი პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებათა დასაცავად.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს უფლება აქვთ დახმარებისა და დაცვისათვის მიმართონ თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს.

    მუხლი 9. უცხო სახელმწიფოსათვის საქართველოს მოქალაქის გადაცემის პირობები

უცხო სახელმწიფოსათვის საქართველოს მოქალაქის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 91. საქართველოს საპატიო მოქალაქეობა

საქართველოს საპატიო მოქალაქეობა, მისი თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხდება საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

საქართველოს საპატიო მოქალაქეობას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი .

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

 

თავი II. საქართველოს მოქალაქეობის შეძენა

    მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის შეძენის საფუძვლები

საქართველოს მოქალაქეობის შეძენა ხდება:

ა) დაბადებით;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით);

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

    მუხლი 11. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან

ბავშვი, რომლის ორივე მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქედ ითვლება დაბადების ადგილის მიუხედავად.

    მუხლი 12. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა

მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ბავშვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუ:

ა) დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) დაიბადა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ მის ერთ-ერთ მშობელს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) ერთ-ერთი მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის (დაბადების ადგილის მიუხედავად) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მეორე - მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცნობია.

მშობელთა სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ორივე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი წყდება მშობელთა შეთანხმებით, მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში - იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი დაიბადა.

იმ ბავშვის მამობის დადგენის შემთხვევაში, რომლის დედა მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მამად მიჩნეულია საქართველოს მოქალაქე, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე დაბადების ადგილის მიუხედავად.

    მუხლი 13. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლები მოქალაქეობის არმქონე პირები არიან

საქართველო ში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვები საქართველოს მოქალ აქეები არიან, თუ ისინი დაიბადნენ საქართველოს ტერიტორიაზე .

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6302 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

    მუხლი 14. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლები სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი, რომლის მშობლები სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, წყდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით.

    მუხლი 15. უცნობ მშობელთა ბავშვის მოქალაქეობა

ბავშვი , რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის ორივე მშობელი უცნობია , ითვლება საქართველოს მოქალაქედ , ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება .

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის ორგანული კანონი №3354-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.254

    მუხლი 16. ბავშვის მოქალაქეობა მშობლების მოქალაქეობის შეცვლისას

ორივე მშობლის მოქალაქეობის შეცვლა შესაბამისად იწვევს 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას.

14 - დან 18 წლამდე ბავშვის მოქალაქეობის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.

    მუხლი 17. ბავშვის მოქალაქეობა ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის შეცვლისას

ერთ-ერთი მშობლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეცვლისას ბავშვი ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებლად რჩება.

თუ საქართველოს მოქალაქეობიდან გადის ერთ-ერთი მშობელი და 14 წელს მიუღწეველ ბავშვთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბავშვს უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის დაკარგვა არ იწვევს ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 18. ბავშვის მოქალაქეობა ერთ-ერთი მშობლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეძენისას

თუ ერთ-ერთი მშობელი იძენს საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო მეორე რჩება სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ, მშობელთა ერთობლივი შუამდგომლობით ბავშვი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე.

თუ ერთ-ერთი მშობელი იძენს საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო მეორე რჩება მოქალაქეობის არმქონე პირად, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე.

    მუხლი 19. სრულწლოვანი პირის მიერ მოქალაქეობის არჩევის შესაძლებლობა

თუ მშობლებს სხვადასხვა მოქალაქეობა აქვთ და ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, პირი სრულწლოვანების მიღწევისას სურვილისამებრ ირჩევს ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობას .

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 20. ბავშვის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შვილად აყვანის შემთხვევაში

ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია და მას შვილად აიყვანს საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), მშვილებელის (მშვილებელთა) შუამდგომლობით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას.

ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, იმ მეუღლეების მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მშვილებელთა ერთობლივი შუამდგომლობით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას .

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 21. ბავშვის მოქალაქეობის შენარჩუნება შვილად აყვანის დროს

ბავშვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, უცხოელი მოქალაქეების ან საქართველოს მოქალაქისა და უცხოელი მოქალაქე მეუღლეების მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას. ასეთ შემთხვევაში მშვილებლების შუამდგომლობით ბავშვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ნება ეძლევა.

ბავშვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, თუ იგი შვილად აიყვანეს მოქალაქეობის არმქონე პირებმა ან საქართველოს მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მეუღლეებმა, ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას.

    მუხლი 22. ბავშვის მოქალაქეობა, რომელსაც დაწესებული აქვს მეურვეობა ან მზრუნველობა

ბავშვი, რომელსაც დაწესებული აქვს მეურვეობა ან მზრუნველობა, თუ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი ტოვებს საქართველოს მოქალაქეობას, მეურვის ან მზრუნველის შუამდგომლობით ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას.

    მუხლი 221. ბავშვის მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტის თავისებურებანი

ამ კანონის მე-17–22-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქეობის შეცვლისათვის საჭიროა 14-დან 18 წლამდე ბავშვის თანხმობა.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 23. ქმედუუნარო პირის მოქალაქეობა

ქმედუუნარო პირის მოქალაქეობა, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს მეურვის შუამდგომლობით, ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 24. დავა ბავშვების, არაქმედუნარიან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მოქალაქეობის თაობაზე

დავა მშობლებს, მეურვეებსა ან მზრუნველებს შორის ბავშვის, არაქმედუნარიან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მოქალაქეობის თაობაზე განიხილება სასამართლო წესით ბავშვის, ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობა ქორწინების ან განქორწინებისას

საქართველოს მოქალაქის ქორწინება ან განქორწინება უცხოელ მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან თავისთავად არ იწვევს მეუღლეთა მოქალაქეობის შეცვლას.

ერთ-ერთი მეუღლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა თავისთავად არ იწვევს მეორე მეუღლის მოქალაქეობის შეცვლას.

მეუღლეთა განქორწინება არ იწვევს მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას.

    მუხლი 26. საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები

საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის შესაბამისად მიიღება სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;

გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;

დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

 საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

    მუხლი 261. საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები

საქართველოს მოქალაქედ არ მიიღება პირი, თუ:

ა) ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ;

ბ) მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში;

) სახელმწიფო ან /და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე , მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია .

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის ორგანული კანონი №3354-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.254

    მუხლი 27. საქართველოს მოქალაქედ მიღების განსაკუთრებული პირობები

1. საქართველოს პრეზიდენტს ცალკეულ შემთხვევებში უფლება აქვს, ამ კანონის 26-ე მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაუცველად საქართველოს მოქალაქედ მიიღოს პირი, თუ:

ა) მას საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო;

ბ) საქართველოს მოქალაქედ მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. 

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22  

საქართველოს 2013 წლის  6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 271. საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის

1. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე არ ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნები.

2. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირ ები საქართველოს მოქალაქეობს იებენ „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5262-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.298

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6302 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

    მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირის მიღება საქართველოს მოქალაქედ

პირი, რომელიც დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე და მასთან ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 261 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802- სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

    მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

1. საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად შეიძლება აღუდგეს პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

ა) არამართლზომიერად;

ბ) მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;

გ) მშობლების არჩევანის შედეგად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, თუ იგი განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 261 მუხლის მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება აღუდგეს, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №1390-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.108

    მუხლი 291. საქართველოს მოქალაქის ფიცი

პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა ნატურალიზაციით ან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით, ქართულ ენაზე დებს საქართველოსადმი ერთგულების ფიცს: მე (გვარი, სახელი), ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას. ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს და ხელმოწერით ადასტურებს მას.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

 

თავი III. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

    მუხლი 30. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

    მუხლი 31. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება .

2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე:

ა) სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სამხედრო ვალდებულების მოუხდელობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი კანონით დადგენილი წესით განთავისუფლებულია შესაბამისი მოვალეობისაგან/ვალდებულებისაგან;

ბ) თუ იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება .

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802- სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4136-სსმI,№75,27.12.2010წ., მუხ.462

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6302 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

    მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

1. ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;

ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;

გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;

დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა პირმა არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ მის მიმართ არსებობს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6302 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

 

თავი IV. საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესი

    მუხლი 33. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები:

ა) უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე;

გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე;

დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე;

ე) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, გარდა უარყოფითი გადაწყვეტილებისა, საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90  

საქართველოს 2013 წლის  6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 34. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანა

1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებებ დაინტერესებულ პირებ წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით უგზავნიან სააგენტოს ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს.

2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე არასრულწლოვანთა და ქმედუუნარო პირთა შუამდგომლობები შეაქვთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე განცხადება დაინტერესებულ პირს შეაქვს სააგენტოში ან შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2381-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.365

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802- სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის ორგანული კანონი №3658-სსმ I, №53, 11.10.2010წ., მუხ.342

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6316 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 35. წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე

წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სააგენტოში შეაქვთ სასამართლოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802- სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

    მუხლი 36. საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.

2. თუ სააგენტოსთვის ამ კანონის 35-ე მუხლში მითითებულ უწყებათა მიერ წარდგინების შეტანის გარეშე გახდება ცნობილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2381-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.365

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

    მუხლი 361. (ამოღებულია)

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 1997 წლის 1 ოქტომბრის კანონი №893-პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997წ., გვ.5

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802- სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6316 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 37. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.

1 1. საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის: 

) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე ;

) მისი ხელმოწერის დღიდან , თუ წარმოდგენილია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი , რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობას .

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის ორგანული კანონი №3354-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.254

საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის ორგანული კანონი №3658-სსმ I, №53, 11.10.2010წ., მუხ.342

საქართველოს 2013 წლის  6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 38. საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის ვადა

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2381-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.365

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802, სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

    მუხლი 39. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა

საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის ორგანული კანონი №3354-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.254

    მუხლი 40. მომსახურების საფასური

1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. თუ პირმა საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად დაკარგა, მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანისას იგი თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2381-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.365

საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №2318-სსმი, №46, 22.12.2009წ., მუხ.350

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5566 ვებგვე დი, 28.12.2011წ.  

   მუხლი 41. დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე

დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.

საქართველოს 2013 წლის  6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 42. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თუ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას − საქართველოს მთავრობა.

2. მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით განცხადების განხილვაზე დაუსაბუთებელი უარის, შუამდგომლობათა განხილვის ვადების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი მოქმედებებისათვის თანამდებობის პირები პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1741-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.228

საქართველოს 2013 წლის  6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

 

თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის ორგანული კანონი №777-სსმI, №6, 20.03.2001წ., მუხ.7

    მუხლი 43. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქეობა დასტურდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტით.

16 წლამდე ბავშვის მოქალაქეობა დასტურდება დაბადების მოწმობით ან მშობლის პასპორტით

16 წლამდე ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლებიც უცნობი არიან, დასტურდება დაბადების მოწმობით.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

    მუხლი 44. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემენ სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები.

2. სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს 1997 წლის 1 ოქტომბრის კანონი №893-პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997წ., გვ.5

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2622-სსმI, №3, 16.012006წ., მუხ.15

საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის ორგანული კანონი №3658-სსმ I, №53, 11.10.2010წ., მუხ.342

    მუხლი 45. საპატიო მიზეზით გადაცილებული ვადის აღდგენა

თუ პირმა ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, მას გადაცილებული ვადა აღუდგება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1993 წლის 24 ივნისის კანონი №277-საქართველოს პარლამენტის უწყებები, №8, 1993წ., მუხ.147

    მუხლი 451. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის ორგანული კანონი №777-სსმI, №6, 20.03.2001წ., მუხ.7

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

    მუხლი 452. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის ორგანული კანონი №777-სსმI, №6, 20.03.2001წ., მუხ.7

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802- სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

    მუხლი 46. საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება

საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას ამ კანონთან ერთად გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                               ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი          ვახტაგ გოგუაძე.

თბილისი,

1993 წლის 25 მარტი.

№193-Iს

20. 30/04/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2319-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 19. 06/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1020-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 25/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6316-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 17. 25/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6302-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 16. 20/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5566 - ვებგვერდი, 111228062, 28/12/2011 15. 17/12/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 4136-რს - სსმ, 75, 27/12/2010 14. 01/10/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3658-IIს - სსმ, 53, 11/10/2010 13. 06/07/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3354 - სსმ, 41, 21/07/2010 12. 15/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2318 - სსმ, 46, 22/12/2009 11. 11/07/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1390 - სსმ, 21, 03/08/2009 10. 19/12/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 802 - სსმ, 40, 29/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5262 - სსმ, 29, 27/07/2007 8. 28/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2622 - სსმ, 3, 16/01/2006 7. 16/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2381 - სსმ, 55, 27/12/2005 6. 23/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1741 - სსმ, 36, 11/07/2005 5. 24/06/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 182 - სსმ, 19, 24/06/2004 4. 03/02/2001 - საქართველოს ორგანული კანონი - 777 - სსმ, 6, 20/03/2001 3. 01/10/1997 - საქართველოს ორგანული კანონი - 893 - პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 15/10/1996 - საქართველოს კანონი - 423 - პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996 1. 24/06/1993 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 277 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 8, 30/06/1993