"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 893
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.000.243
  • Word
893
01/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997
010.110.000.04.001.000.243
"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 25 მარტის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №5, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 361 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 361. მოქალაქეობის დადგენის საკითხების განხილვა

ამ კანონის მე-3 მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებითა და მე-11-22-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დადგენის საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რის თაობაზეც ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

2. 44-ე მუხლის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, რეგისტრაციის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება”;

ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 აბზაცი, ხოლო მე-4 აბზაცი ჩაითვალოს მესამე აბზაცად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს მოქალაქის პასპორტს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გასცემს აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

ამავე მუხლის მე-5 აბზაცი ჩაითვალოს მე-4 აბზაცად.

 II. საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადასტურებულ იქნეს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს 1993 წლის 25 მარტის კანონის, როგორც ორგანული კანონის, მართლზომიერება.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე .

თბილისი,

1997 წლის 1 ოქტომბერი .

№893 Iს