“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.05.001.000.169
  • Word
423
15/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
010.110.000.05.001.000.169
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები”, 1993 წ. №5, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის მთელ ტექსტში სიტყვები საქართველოს რესპუბლიკა შეიცვალოს სიტყვით საქართველო, ხოლო სიტყვები საქართველოს სახელმწიფოს მეთაური “ – სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტი “. სიტყვა შეიძენს” – სიტყვით მოიპოვებს”.

2. მე-3 მუხლის ბ” პუნქტი გადადგ” პუნქტად.

მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ” პუნქტი:

ბ) საქართველოში დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამდენად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის ა” პუნქტის მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

კანონის მთელ ტექსტში სიტყვა „შეიძენს“ შეიცვალოს სიტყვით „მოიპოვებს“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა

საქართველოს მოქალაქენი კანონის წინაშე თანასწორნი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

4. მე-5 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები საქართველოს ძირითადი კანონი" შეიცვალოს სიტყვებით საქართველოს კონსტიტუცია.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 9. უცხო სახელმწიფოსათვის საქართველოს მოქალაქის გადაცემის პირობები

უცხო სახელმწიფოსათვის საქართველოს მოქალაქის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .”.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

    მუხლი 91. საქართველოს საპატიო მოქალაქეობა

საქართველოს საპატიო მოქალაქეობა, მისი თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხდება საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

საქართველოს საპატიო მოქალაქეობას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი .”.

7. მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში წინადადება ბავშვი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას შეიცვალოს წინადადებით ბავშვს უწყდება საქართველოს მოქალაქეობა.

მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ერთ-ერთი მშობლის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან მოქალაქეობის დაკარგვა არ იწვევს ბავშვის მოქალაქეობის შეწყვეტას.

8. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 19. სრულწლოვანი პირის მიერ მოქალაქეობის არჩევის შესაძლებლობა

თუ მშობლებს სხვადასხვა მოქალაქეობა აქვთ და ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, პირი სრულწლოვანების მიღწევისას სურვილისამებრ ირჩევს ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობას .“.

9. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 20. ბავშვის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შვილად აყვანის შემთხვევაში

ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია და მას შვილად აიყვანს საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), მშვილებელის (მშვილებელთა) შუამდგომლობით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას.

ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, იმ მეუღლეების მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მშვილებელთა ერთობლივი შუამდგომლობით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას .“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

    მუხლი 221. ბავშვის მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტის თავისებურებანი

ამ კანონის მე-17–22-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქეობის შეცვლისათვის საჭიროა 14-დან 18 წლამდე ბავშვის თანხმობა. “.

11. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 23. ქმედუუნარო პირის მოქალაქეობა

ქმედუუნარო პირის მოქალაქეობა, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს მეურვის შუამდგომლობით, ამ კანონით დადგენილი წესით.

12. კანონის 24-ე მუხლში სიტყვა არაქმედუნარიანი შეიცვალოს სიტყვით ქმედუუნარო.

13. 26-ე მუხლის პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა.

კანონის 26-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 ნაწილები.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

    მუხლი 261. საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები

საქართველოს მოქალაქედ არ მიიღება პირი, თუ:

ა) ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ;

ბ) მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში .“.

15. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 27. საქართველოს მოქალაქედ მიღების განსაკუთრებული პირობები

საქართველოს პრეზიდენტს, ცალკეულ შემთხვევებში, უფლება აქვს ამ კანონის 26-ე მუხლის , , და პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაუცველად საქართველოს მოქალაქედ მიიღოს პირი, თუ:

ა) საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო;

ბ) მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან .“.

16. კანონის 28-ე მუხლის ბოლო სტრიქონში სიტყვები ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ იცვლება სიტყვებით 26 1 მუხლის მოთხოვნათა.

17. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

საქართველოს მოქალაქეობა პირს შეიძლება აღუდგეს ამ კანონის შესაბამისად, თუ მას მოქალაქეობა შეუწყდა:

ა) მოქალაქეობის არამართლზომიერი შეწყვეტის შედეგად;

ბ) მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;

გ) მშობლების არჩევანის შედეგად.

ამავე მუხლის პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება თუ იგი განცხადების შეტანის მომენტისათვის მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის და პუნქტებისა და 261 მუხლის მოთხოვნებს .“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

    მუხლი 291. საქართველოს მოქალაქის ფიცი

პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა ნატურალიზაციით ან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით, ქართულ ენაზე დებს საქართველოსადმი ერთგულების ფიცს: მე (გვარი, სახელი), ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას. ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს და ხელმოწერით ადასტურებს მას.

19. 31-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვა სახელმწიფო შეიცვალოს სიტყვით საქართველო.

20. 34-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე არასრულწლოვანთა და ქმედუუნარო პირთა შუამდგომლობები შეაქვთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს.

21. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ამ კანონის 35-ე მუხლში მითითებულ უწყებათა წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

22. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

    მუხლი 361. მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა

ამ კანონის მესამე მუხლის და პუნქტებით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დადგენის საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

23. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 40. სახელმწიფო ბაჟი

მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი იხდის სახელმწიფო ბაჟს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით.

თუ პირმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა არამართლზომიერად, მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანისას თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

24. 43-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16 წლამდე ბავშვის მოქალაქეობა დასტურდება დაბადების მოწმობით ან მშობლის პასპორტით.

25. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 44. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

სხვა სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

აფხაზეთში საქართველოს ფაქტობრივი იურისდიქციის აღდგენამდე დსთ-ს ქვეყნებში დევნილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის პასპორტი შეიძლება გასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

26. 46-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

27. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს პრეზიდენტი        ე. შევარდნაძე .

თბილისი,

1996 წლის 15 ოქტომბერი .

№423 Iს