„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6302-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010110000.04.001.016042
  • Word
6302-Iს
25/05/2012
ვებგვერდი, 08/06/2012
010110000.04.001.016042
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

 საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლები მოქალაქეობის არმქონე პირები არიან

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუ ისინი დაიბადნენ საქართველოს ტერიტორიაზე.“.

2. 271  მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირები საქართველოს მოქალაქეობ ს ი ებენ „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღე ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“.

3. 31-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება.

2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე:

ა) სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სამხედრო ვალდებულების მოუხდელობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი კანონით დადგენილი წესით განთავისუფლებულია შესაბამისი მოვალეობისაგან/ვალდებულებისაგან;

ბ) თუ იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.“.

4. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

1. ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;

ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;

გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;

დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა პირმა არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ მის მიმართ არსებობს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                       . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6302- I