დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 03/08/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.110.000.04.001.003.550 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა
1. საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად შეიძლება აღუდგეს პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:
ა) არამართლზომიერად;
ბ) მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;
გ) მშობლების არჩევანის შედეგად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, თუ იგი განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 261 მუხლის მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება აღუდგეს, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 11 ივლისი.
№1390–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები