დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1020-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110000.04.001.016086 |
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. საქართველოს მოქალაქედ მიღების განსაკუთრებული პირობები 1. საქართველოს პრეზიდენტს ცალკეულ შემთხვევებში უფლება აქვს, ამ კანონის 26-ე მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაუცველად საქართველოს მოქალაქედ მიიღოს პირი, თუ: ა) მას საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო; ბ) საქართველოს მოქალაქედ მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“. 2. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას 1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები: ა) უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე; გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე; დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე; ე) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, გარდა უარყოფითი გადაწყვეტილებისა, საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“. 3. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“. 4. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“. 5. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თუ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას − საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1020-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები