„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 24/06/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.001.491
  • Word
182
24/06/2004
სსმ, 19, 24/06/2004
010.110.000.04.001.001.491
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველი და მეორე აბზაცები ჩაითვალოს შესაბამისად პირველ და მე-2 პუნქტებად და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკ-ლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან რომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.“.

2. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინე-ბულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.“.

3. 34-ე მუხლის პირველი და მეორე აბზაცები ჩაითვალოს შესაბამისად პირველ და მე-2 პუნქტებად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი განკარგულებით ავალებს საქართველოს იუს-ტიციის სამინისტროს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვას.“.

4. 36-ე მუხლის პირველი და მეორე აბზაცები ჩაითვალოს შესაბამისად პირველ და მე-2 პუნქტებად და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას, აგრეთვე ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხ-ვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს წინასწარ განიხილავს და მასალებს ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დასკვნას მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.“.

5. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის ვადები

1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის და დასკვნის დამტკიცების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განკარგულების გამოცემიდან 3 დღეს.“.

6. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.

2. სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, რეგისტრაციის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

3. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№182რს