კომენტარები

rati90's picture
rati90 (რატი ბახტაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2013/05/20
ბოლო შემოს: 2022/12/28 12:55:25
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვთვლი რომ საკონსულო აღრიცხვაზე არ დადგომა არ უნდა იწვევდეს ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. საინტერესოა პრაქტიკაში რამდენად ხშირად გამოიყენება ეს მუხლი. განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეების მასიურად გადინება ხდება ქვეყნიდან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო რატი, საკონსულო აღრიცხვაზე არ დადგომა ავტომატურად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, კერძოდ: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომ – კანონი) 32–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 35–ე მუხლის შესაბამისად, წარდგინებას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წარუდგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო), ამავე, კანონის 36–ე მუხლის თანახმად, სააგენტო მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს (დასკვნას) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო კანონის 33–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. აქვე, აღსანიშნავია, რომ კანონის, მე–7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. ამდენად, პრაქტიკაში იშვიათად ხდება ალბათ ისე, რომ კანონის 32–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ პირი მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში მან დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა.

Marina Diana (Marina Diana Otarashvili)
კონსტიტუციური სამართალი
რეგ. თარ: 2013/07/22
ბოლო შემოს: 2013/07/22 10:41:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები

Tikkk's picture
Tikkk (თეა )
სხვა
რეგ. თარ: 2021/12/24
ბოლო შემოს: 2021/12/24 16:31:29
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჯობა, ბავშვი დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, აქვს რუსული მოქალაქეობა, დედა საქართველოს მოქალაქეა მამა რუსეთის და საქართველოსი (ორმაგი) მაინტერესებს იმისათვის რომ ბავშვმა მიიღოს პასპორტი ჯერ თუ მჭირდება მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა

Tami55's picture
Tami55 (თამარ გრიგალაშვილი )
სხვა
რეგ. თარ: 2023/09/26
ბოლო შემოს: 2023/09/26 23:52:13
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჯობა. თუ შეგიძლიათ მომწეროთ ვარ თუ ატა ისრვ საქართველოს მოქალაქე?