„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 777
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/03/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.000.892
  • Word
777
03/02/2001
სსმ, 6, 20/03/2001
010.110.000.04.001.000.892
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №3, 1993) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. V თავის სახელწოდებაში სიტყვას „დასკვნითი“ წინ დაემატოს სიტყვები „გარდამავალი და“;

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 და 452 მუხლები:

   „მუხლი 451. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის დროებითი წესი

1. სხვა სახელმწიფოებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დროებით – 2002 წლის 1 აპრილამდე ენიჭებათ ამ სახელმწიფოებში მყოფ პირთა საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე, თუ საქართველოსა და ამ სახელმწიფოებს შორის მოქმედებს მიმოსვლის სავიზო რეჟიმი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ზღუდავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ კანონის 361 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

    მუხლი 452 საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესის გამარტივება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით 2001 წლის 1 მაისამდე მოამზადონ კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესის გამარტივების შესახებ“ .

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი              ედუარდ შევარდნაძე .

თბილისი,

2001 წლის 2 მარტი .

777 IIს