„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 27/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.002.052
  • Word
2381
16/12/2005
სსმ, 55, 27/12/2005
010.110.000.04.001.002.052
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 34-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე განცხადება დაინტერესებულ პირს შეაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ან შესაბამის ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად.“.

2. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას წინასწარ განიხილავს და მასალებს ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასკვნას მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:

„1 1 . ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს წინასწარ განიხილავს და მასალებს ამზადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დასკვნას მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე ამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრი.“.

3. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40. სახელმწიფო ბაჟი

1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი იხდის სახელმწიფო ბაჟს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ პირმა საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად დაკარგა, მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანისას იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 16 დეკემბერი.

№2381 რს