დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2622 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 16/01/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.110.000.04.001.002.157 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები.
2. სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2622 –რს
დოკუმენტის კომენტარები