საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ

  • Word
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/08/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 15/08/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 480130000.05.002.000759
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
409
09/08/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 15/08/1997
480130000.05.002.000759
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/08/1997 - 22/09/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 409

1997 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ 1997 წლის 15 აპრილის საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების თანდართული დებულებები.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს 501 ბრძანებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულება

I. ზოგადი განსაზღვრებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს დიპლომატიური პასპორტის გაფორმებისა და გაცემის, მასში შესწორებათა შეტანის, პასპორტის მოქმედებისა და პასპორტით სარგებლობის წესსა და პირობებს.

2. დიპლომატიური პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. დიპლომატიური პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

4. საქართველოს დიპლომატიური პასპორტის ბლანკი მზადდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით და წარმოადგენს მკაცრი ანგარიშგების დოკუმენტს.

5. საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეთა დაცვას, რომლებიც ფლობენ საქართველოს დიპლომატიურ პასპორტს, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო.

6. დიპლომატიური პასპორტის გაცემისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

II. დიპლომატიური პასპორტის გაცემის წესი

7. დიპლომატიური პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და მათ მეუღლეებს;

დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უნარჩუნდებათ უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო, უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს სახალხო დამცველს;

გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს;

დ) საქართველოს პარლამენტის წევრებს, ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს, პარლამენტის აპარატის უფროსს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, ამავე დეპარტამენტის განყოფილებების უფროსებს, წამყვან სპეციალისტებს და უფროს სპეციალისტებს;

ე) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს, სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებსა და საპარლამენტო მდივანს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებსა და მდივნის მოადგილეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამსახურების უფროსებს, საქართველოს მინისტრებს, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრის მოადგილეებს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, საბაჟო, რკინიგზის, საზღვაო სანაოსნოს, საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარეს, სახელმწიფო კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის, საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსებს, მათ მოადგილეებსა და რეფერენტებს, საერთაშორისო სამართლის საკითხებში მთავარ კონსულტანტს;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს, საქართველოს გაზის საერთაშორისო კონცერნის პრეზიდენტს, ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს;

ზ) საქართველოს პატრიარქს, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორს;

თ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს მხარეებში, ქალაქ თბილისის მერსა და მუნიციპალიტეტის პრემიერს, ქალაქების ქუთაისის, რუსთავის, ფოთის მერებს, ბათუმის, სოხუმისა და ცხინვალის საქალაქო მმართველობის ორგანოთა პირველ ხელმძღვანელებს;

ი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის უცხოეთის ქვეყნებში არსებული დაწესებულებების დიპლომატიურ მუშაკებს, საზღვარგარეთ არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიურ რანგში მყოფ თანამშრომლებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა მეთაურებს, სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო ატაშეებს, ზემოთ ჩამოთვლილი პირების საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (გარდა დიპლომატიური კურიერებისა).

III. დიპლომატიური პასპორტის გაცემა და მოქმედების წესი

8. დიპლომატიურ პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

9. დიპლომატიური პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადით მიმართავს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის, ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოებისა და მინისტრთა საბჭოების ხელმძღვანელობა, საქართველოს საპატრიარქო. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს პიროვნების გვარი, სახელი, მამის სახელი და თანამდებობა. მას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა და ორი ფერადი ფოტოსურათი.

10. დიპლომატიური მუშაკებისათვის პასპორტების გაცემა და მათი მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

11. დიპლომატიური პასპორტი შეივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

12. დიპლომატიური პასპორტის მიმღები პირადად უნდა გამოცხადდეს პასპორტის მისაღებად.

IV. დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა

13. დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება:

ა) მე-2 თვის ა) და ი) პუნქტებში ჩამოთვლილ პირთათვის ხუთი წლით, ხოლო ბ), გ), დ), ე), ვ), ზ), თ) პუნქტებში ჩამოთვლილ პირთათვის ოთხი წლის ვადით;

ბ) დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ თავის მე-13 ა) პუნქტში აღნიშნული ვადების შესაბამისად;

გ) დიპლომატიური პასპორტების მოქმედების ვადას აგრძელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

V. დიპლომატიური პასპორტის შეცვლა, დაკარგული პასპორტის აღდგენა

14. დიპლომატიური პასპორტის შეცვლა წარმოებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე. ამ დებულებით დადგენილი წესის თანახმად, შემდეგ შემთვევებში:

ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;

ბ) ჩანაწერში უზუსტობათა ადგენისას;

გ) ვიზისა და პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზღვრული ფურცლების უქონლობისას;

დ) ხმარებისათვის უვარგისობისას (შეცვლა, დაზიანება).

15. სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენის გამო პასპორტის შეცვლის დროს განაცხადს დამატებით დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის, დაბადების, ქორწინების მოწმობების ასლი და სხვ.).

16. იმ დიპლომატიური პასპორტის გამოცვლისას, რომელშიც არი სხვა სახელმწიფოს მოქმედი საკონსულო ვიზა, ძალადაკარგული პასპორტის ბოლო გვერდზე აღინიშნება, რომ იგი შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას; აქვე მიეთითება ახალი პასპორტის ნომერი და გაცემის თარიღი.

17. დიპლომატიური პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში ეს გარემოება მაშინვე უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

18. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი უქმდება.

VI. დასკვნითი დებულებანი

19. თუ პირს ერთდროულად უხდება რამდენიმე სახელმწიფოში გამგზავრება და ვიზის მიღების პროცედურა არ იძლევა ერთ პასპორტში ვიზის გაფორმების შესაძლებლობას, გამონაკლისის სახით დაიშვება მეორე პასპორტის გაფორმება.

20. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს დიპლომატიურ პასპორტში შეუტანოს შვილები მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ უცხოეთის ქვეყნებში არსებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობებში.

21. დიპლომატიური პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, წაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.

22. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ დებულებით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

23. დებულებაში ჩამოთვლილ არჩევით და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო ვადის ან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რის შემდეგ ისინი ვალდებული არიან ჩააბარონ დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პასპორტები ჩამოერთმევათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

24. დიპლომატიური პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე ძალადაკარგული პასპორტები შეინახება და ნადგურდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

25. ამ დებულების შესრულების კონტროლი ეკისრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულება

I. ზოგადი განსაზღვრებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის გაფორმებისა და გაცემის, მასში შესწორებათა შეტანის, პასპორტის მოქმედებისა და პასპორტით სარგებლობის წესსა და პირობებს.

2. სამსახურებრივი პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. სამსახურებრივი პასპოტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

4. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის ბლანკი მზადდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით და წარმოადგენს მკაცრი ანგარიშგების დოკუმენტს.

5. საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეთა დაცვას, რომლებიც ფლობენ საქართველოს სამსახურებრივ პასპორტს, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო.

6. სამსახურებრივი პასპორტის გაცემისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

II. სამსახურებრივი პასპორტის გაცემის წესი

7. სამსახურებრივი პასპორტი მიეცემათ:

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებს და მდივანს;

ბ) პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების, სამმართველოების, სამდივნოების, განყოფილებების, სამსახურების ხელმძღვანელებს, კომიტეტებისა და ფრაქციების აპარატის უფროსებს;

გ) ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების დეპუტატებს;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს, გენერალური პროკურორის მოადგილეებს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს, გენერალურ პროკურორებსა და მათ მოადგილეებს;

ე) საქართველოს მინისტრების მოადგილეებს, სახელმწიფო კანცელარიის სამსახურების, განყოფილებების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამდივნოების უფროსებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამსახურების უფროსების მოადგილეებს, განყოფილებების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, რეფერენტებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და მშვიდობიანი კავკასიის საკითხთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს, განყოფილებების უფროსებს, მათ მოადგილეებსა და რეფერენტებს, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის, საგადასახადო ინსპექციის, საავტმობილო დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებსა და აპარატის უფროსს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილეებს;

ვ) აღმასრულებელი ხელისუფლებისლ სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ 1997 წლის 15 აპრილის საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლებში გათვალისწინებულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;

ზ) მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებს, ქალაქ თბილისის მერის მოადგილეებს, მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერებსა და კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ქალაქების ქუთაისის, რუსთავის, ფოთის მერების მოადგილეებს, ბათუმის, სოხუმისა და ცხინვალი საქალაქო მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელების მოადგილეებს, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა პირველ ხელმძღვანელებს;

თ) ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოებისა და მინისტრთა საბჭოების აპარატის უფროსებს, მინისტრებსა და კონტროლის პალატების თავმჯდომარეებს;

ი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიების წევრებს, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მუშაკებს - საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების მიერ ერთობლივად დამტკიცებული სპეციალური ნუსხის მიხედვით;

კ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მუშაკებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით;

ლ) საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარეს, ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, სახელმწიფო ავიაკომპანია საქართველოს ავიახაზების გენერალურ დირექტორს;

მ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობების მუშაკებს, საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების ბუღალტრებს, კანცელარიის გამგეებს, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და მომსახურე პერსონალის მუშაკებს, სამხედრო მისიათა თანამშრომლებს, ზემოთ ჩამოთვლილ პირთა საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს.

III. სამსახურებრივი პასპორტის გაცემა და მოქმედების წესი

8. სამსახურებრივ პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

9. სამსახურებრივი პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადით მიმართავს იმ დაწესებულების ხელმძღვანელობა, სადაც მუშაობს დაინტერესებული პირი. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს პიროვნების გვარი, სახელი, მამის სახელი და თანამდებობა. მას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა და ორი ფერად ფოტოსურათი.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის პასპორტების გაცემა და მათი მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

11. სამსახურებრივი პასპორტი შეივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

12. სამსახურებრივი პასპორტის მიმღები პირადად უნდა გამოცხადდეს პასპოროტის მისაღებად.

IV. სამსახურებრივი პასპორტის მოქმედების ვადა

13. სამსახურებრივი პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება:

ა) ხუთი წლით. მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პასპორტის ვადის გაგრძელება შეიძლება კიდევ ხუთი წლით;

ბ) სამსახურებრივი პასპორტის მოქმედების ვადას აგრძელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

V. სამსახურებრივი პასპორტის შეცვლა, დაკარგული პასპორტის აღდგენა

14. სამსახურებრივი პასპორტის შეცვლა წარმოებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ამ დებულებით ადგენილი წესის თანახმად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;

ბ) ჩანაწერში უზუსტობათა დადგენისას;

გ) ვიზისა და პასპოტის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზღვრული ფურცლების უქონლობისას;

დ) ხმარებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება).

15. სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენის გამო პასპორტის შეცვლის დროს განაცხადს დამატებით დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის, დაბადების, ქორწინების მოწმობების ასლი და სხვ.).

16. იმ სამსახურებრივი პასპორტის გამოცვლისას, რომელშიც არის სხვა სახელმწიფოს მოქმედი საკონსულო ვიზა, ძალადაკარგული პასპორტის ბოლო გვერდზე აღინიშნება, რომ იგი შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას; აქვე მიეთითება ახალი პასპორტის ნომერი და გაცემის თარიღი.

17. სამსახურებრივი პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში ეს გარემოება მაშინვე უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

18. ახალი პასპორტის გაცემი სდღიდან დაკარგული პასპორტი უქმდება.

VI. დასკვნითი დებულებანი

19. თუ პირს ერთდროულად უხდება რამდენიმე სახელმწიფოში გამგზავრება და ვიზის მიღების პროცედურა არ იძლევა ერთ პასპორტში ვიზის გაფორმების შესაძლებლობას, როგორც გამონაკლისი, დაიშვება მეორე პასპორტის გაფორმება.

20. საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს სამსახურებრივ პასპორტში შეუტანოს შვილები მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ უცხოეთის ქვეყნებში არსებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობებში.

21. სამსახურებრივი პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, წაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.

22. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ დებულებით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

23. დებულებაში ჩამოთვლილ არჩევით და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობის ულება აქვთ მხოლოდ საარჩევნო ვადის ან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რის შემდეგ ისინი ვალდებული არიან ჩააბარონ სამსახურებრივი პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პასპორტები ჩამოერთმევათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

24. სამსახურებრივი პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე ძალადაკარგული პასპორტები შეინახება და ნადგურდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

25. ამ დებულების შესრულების კონტროლი ეკისრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

24. 09/07/2004 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 264 - სსმ, 69, 10/07/2004 23. 06/07/2003 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 331 - სსმ, 69, 08/07/2003 22. 05/03/2003 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 71 - სსმ, 17, 07/03/2003 21. 26/02/2003 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 58 - სსმ, 15, 28/02/2003 20. 24/02/2003 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 57 - სსმ, 15, 28/02/2003 19. 11/02/2003 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 42 - სსმ, 12, 13/02/2003 18. 13/01/2003 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 10 - სსმ, 5, 17/01/2003 17. 04/06/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 273 - სსმ, 55, 05/06/2002 16. 09/11/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 462 - სსმ, 123, 16/11/2001 15. 24/09/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 383 - სსმ, 101, 25/09/2001 14. 27/08/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 346 - სსმ, 92, 31/08/2001 13. 14/05/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 192 - სსმ, 51, 17/05/2001 12. 30/09/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 430 - სსმ, 91, 06/10/2000 11. 12/06/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 249 - სსმ, 54, 13/06/2000 10. 20/03/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 100 - სსმ, 25, 22/03/2000 9. 19/01/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 11 - სსმ, 5, 27/01/2000 8. 28/12/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 695 - სსმ, 72(79), 31/12/1999 7. 27/10/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 606 - სსმ, 57(64), 05/11/1999 6. 02/09/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 522 - სსმ, 43(50), 10/09/1999 5. 23/08/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 501 - სსმ, 41(48), 31/08/1999 4. 26/07/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 458 - სსმ, 36(43), 28/07/1999 3. 17/06/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 374 - სსმ, 30(37), 25/06/1999 2. 17/09/1998 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 528 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1998 1. 22/09/1997 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 534 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997