დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებასა და „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 606 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 27/10/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57(64), 05/11/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/04/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №606
1999 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებასა და „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვების „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებსა და აპარატის უფროსს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს“.
2. „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულების №4 დანართის („ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთათვის დღიური ნორმების დანამატის შესახებ“) 1-ლი სვეტის მე-3 აბზაცში სიტყვების „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე“, ხოლო 1-ლი სვეტის მე-4 აბზაცში სიტყვების „ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე“.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები