დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შესახებ დებულებებში ცვლილებების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 501 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 23/08/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41(48), 31/08/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 480130000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №501
1999 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შესახებ დებულებებში ცვლილებების თაობაზე
1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დიპლომატიური პასპორტის შესახებ დებულების მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვების „საქართველოს საზღვრის დაცვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „დაზვერვის სახელმწიფო“. ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში სიტყვების „სამხედრო-საზღვაო ატაშეებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლებს“.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის შესახებ დებულების მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტების“.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები