საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ

  • Word
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 10/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
264
09/07/2004
სსმ, 69, 10/07/2004
000000000.00.00.000000
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (10/07/2004 - 18/11/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №264

2004 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების თანდართული დებულებები.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

 

საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულება

    მუხლი 1. შესავალი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს დიპლომატიური პასპორტის გაფორმებისა და გაცემის, მასში შესწორებათა შეტანის, პასპორტის მოქმედებისა და პასპორტით სარგებლობის წესსა და პირობებს.

2. დიპლომატიური პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. დიპლომატიური პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

4. საქართველოს დიპლომატიური პასპორტის ბლანკი მზად­დება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.

5. საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეთა დაცვას, რომლებიც ფლობენ საქართველოს დიპლომატიურ პასპორტს, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო.

6. დიპლომატიური პასპორტების გაცემისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

    მუხლი 2. დიპლომატიური პასპორტის გაცემის წესი

1. დიპლომატიური პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მათ მეუღლეებს; დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის უფროსს, აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების აპარატის უფროსებს;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის, პროტოკოლის სამსახურების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ამავე სამსახურების მთავარ მრჩევლებს და მრჩევლებს;

დ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, წევრებსა და მდივნის მოადგილეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორებს;

ე) საქართველოს მინისტრებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებს; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს, განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსს – პრემიერმინისტრის მთავარ მრჩეველს, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, ამავე დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების უფროსს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს;

ვ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 30 თანამშრომელს საგარეო საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრების მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს;

ზ) საქართველოს პატრიარქს, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსს;

თ) ქ. თბილისის მერს, ქ. თბილისის პრემიერს და საკრებულოს თავმჯდომარეს;

ი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის უცხოეთის ქვეყნებში არსებული დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დიპლომატიურ რანგში მყოფ თანამშრომლებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა მეთაურებს, თავდაცვის ატაშეებს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი პირების მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (გარდა დიპლომატიური კურიერებისა).

2. საქართველოს უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ სამუდამოდ.

    მუხლი 3. დიპლომატიური პასპორტის გაცემა და მოქმედების წესი

1. დიპლომატიურ პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. დიპლომატიური პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის აპარატის და მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელები ან მათი მოადგილეები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ან მისი მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქო. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს პირის გვარი, სახელი, მამის სახელი და თანამდებობა. მას თან უნდა ერთვოდეს ბრძანება პირის დანიშვნის შესახებ, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა და ორი ფერადი ფოტოსურათი.

3. დიპლომატიური მუშაკებისათვის პასპორტის გაცემა და მათი მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

4. დიპლომატიური პასპორტი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

5. დიპლომატიური პასპორტის მიმღები პირადად უნდა გამოცხადდეს პასპორტის მისაღებად.

    მუხლი 4. დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა

1. დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, ,,ვ“, და ,,ი“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ პირთათვის ხუთი წლით, ხოლო ამავე პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ პირთათვის ოთხი წლის ვადით.

2. დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადების შესაბამისად; დიპლომატიური პასპორტის ვადას აგრძელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 5. დიპლომატიური პასპორტის შეცვლა, დაკარგული პასპორტის აღდგენა

1. დიპლომატიური პასპორტის შეცვლა წარმოებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ამ დებულებით დადგენილი წესის თანახმად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;

ბ) ჩანაწერში უზუსტობათა დადგენისას;

გ) ვიზისა და პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზღვრული ფურცლების უქონლობისას;

დ) ხმარებისათვის უვარგისობის შემთხვევაში.

2. სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუს­ტო­ბათა დადგენის გამო, პასპორტის შეცვლის დროს განაც­ხადს დამატებით ერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის, დაბადების მოწმობის, ქორწინების მოწმობის ასლი და სხვა).

3. დიპლომატიური პასპორტის უმნიშვნელო დაზიანების და აუ­ცი­ლებ­ლობის შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ხდება პასპორტის ნამდვილობის დადასტურება. პასპორტის გვერდებზე ,,საგარეო საქმეთა სამინისტროს შენიშვნებისათვის” კეთდება ჩანაწერი ქართულ და ინგლისურ ენებზე ,,პასპორტს ენდეთ”, რომელიც მოწმდება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ბეჭდით და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

4. იმ დიპლომატიური პასპორტის გამოცვლისას, რომელშიც არის სხვა სახელმწიფოს მოქმედი ვიზა, პასპორტის პირველ და 48-ე გვერდებზე ირტყმევა შტამპი ,,გაუქმებულია”. ძალადაკარგული პასპორტის გვერდებზე ,,საგარეო საქმეთა სამინისტროს შენიშვნისათვის” აღინიშნება, რომ მასში ჩაკრულია უცხო ქვეყნის მოქმედი ვიზა და პასპორტის მოქმედების ვადა გაგრძელებულია ვიზის მოქმედების ვადის გასვლამდე, კონკრეტული თარიღის მითითებით. აქვე მიეთითება ახალი პასპორტის ნომერი და გაცე­მის თარიღი. შენიშვნა მოწმდება საგარეო საქმეთა სამინის­ტროს საკონსულო დეპარტამენტის ბეჭდით და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. შენიშვნა პასპორტში კეთდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

5. დიპლომატიური პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, ეს გარემოება მაშინვე უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

6. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი უქმდება.

    მუხლი 6. ზოგადი დებულებანი

1. თუ პირს ერთდროულად უხდება რამდენიმე სახელმწიფოში გამგზავრება და ვიზის მიღების პროცედურა არ იძლევა ერთ პასპორტში ვიზის გაფორმების შესაძლებლობას, გამონაკლისის სახით დაიშვება მეორე პასპორტის გაფორმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს დიპლომატიური პასპორტის მფლობელს პასპორტში შეუტანოს არასრულწლოვანი შვილები დადგენილი ფორმით.

3. დიპლომატიური პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბების ნიშნები, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.

4. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ დებულებით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. დებულებაში ჩამოთვლილ არჩევით და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო ვადის ან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

6. საქართველოს ყველა უწყებამ, რომელიც შეიტანს შუამ­დგომ­ლობას პასპორტის გაცემაზე, უნდა უზრუნველყოს მათი მფლობელის სხვა თანამდებობაზე გადასვლის ან სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში პასპორტის ჩამორთმევა და მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისთვის გადაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აწვდის სათანადო ინფორმაციას საზღვრის დაცვის სამსახურს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ პირთათვის დიპლომატიური პასპორტის ჩამორთმევა საზღვრის გადაკვეთისას და დაბრუნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.

7. დიპლომატიური პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე ძალადაკარგული პასპორტები შეინახება და ნადგურდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

8. იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლო­­ბელს აღარ ეკუთვნის დიპლომატიური პასპორტი ან პასპორ­ტის ყველა გვერდი შევსებულია და აქვს სურვილი დაიტოვოს დიპლომატიური პასპორტი სახსოვრად, იწერება მსურველის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე. სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ხვრეტს დიპლომატიური პასპორტის ყდებს და პასპორტის პირველ და 48-ე გვერდებზე ირტყმევა შტამპი ,,გაუქმებულია”, შემდეგ გადაეცემა მსურველს სახსოვრად.

 

საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის დებულება

    მუხლი 1. შესავალი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის გაფორმებისა და გაცემის, მასში შესწორებათა შეტანის, პასპორტის მოქმედებისა და პასპორტით სარგებლობის წესსა და პირობებს.

2. სამსახურებრივი პასპორტი არის საქართველოს მოქა­ლა­ქის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. სამსახურებრივი პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შესვლის მიზნით.

4. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის ბლანკი მზად­დება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით და წარ­მო­ადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.

5. საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეთა დაცვას, რომლებიც ფლობენ საქართველოს სამსახურებრივ პასპორტს, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო.

6. სამსახურებრივი პასპორტების გაცემისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

    მუხლი 2. სამსახურებრივი პასპორტის გაცემის წესი

სამსახურებრივი პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს;

ბ) საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების და კომიტეტების აპარატის უფროსებს, საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის განყოფილების უფროსებს, მთავარ, წამყვან და უფროს სპეციალისტებს;

გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს, სამსახურის უფროსს, დეპარტამენტის განყოფილების უფროსს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწეებს და მთავარ მრჩევლებს;

დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების წამყვან სპეცია­ლისტებს, უფროს სპეციალისტებს, სპეციალისტებს, ამავე დეპარტა­მენტის თარგმნის, კორესპონდენციაზე მუშაობის და გამოსვლების მომზადების განყოფილების უფროსს, საინფორმაციო უზრუნ­ველყოფის დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანს, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საორგანიზაციო, საქმისწარმოების, კონტროლის, საფინანსო-სამეურნეო დეპარ­ტამენ­ტების უფროსებს;

ე) მინისტრის მოადგილეებს, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებს;

ზ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს;

თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს, დეპუტატებს, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს, მინისტრებს;

ი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეებს, სახალხო დამცველს და მის მოადგილეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს;

კ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და მის მოადგილეებს;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, თავდაცვის სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს – საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელების მიერ ერთობლივად დამტკიცებული სპეციალური ნუსხის მიხედვით, არა უმეტეს 30 თანამშრომლისა, თითოეული უწყების მიხედვით;

მ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, ქ. თბილისის პრემიერსა და ვიცე-პრემიერებს;

ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით;

ო) საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს;

პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონ­სულო, საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენ­ლობების, სამხედრო მისიათა ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და მომსახურე პერსონალს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვ­ლილ პირთა მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს.

    მუხლი 3. სამსახურებრივი პასპორტების გაცემა და მოქმედების წესი

1. სამსახურებრივ პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. სამსახურებრივი პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის აპარატის და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელები ან მათი მოადგილეები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელები ან მათი მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს და მთავრობის ხელმძღვანელები. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს პირის გვარი, სახელი, მამის სახელი და თანამდებობა. მას თან უნდა ერთვოდეს ბრძანება პირის დანიშვნის შესახებ, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბინადრობის მოწმობა და ორი ფერადი ფოტოსურათი.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომ­ლებისათვის პასპორტების გაცემა და მათი მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

4. სამსახურებრივი პასპორტი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

5. სამსახურებრივი პასპორტის მიმღები პირადად უნდა გამოც­ხადდეს პასპორტის მისაღებად.

    მუხლი 4. სამსახურებრივი პასპორტის მოქმედების ვადა

1. სამსახურებრივი პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ხუთი წლით; მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პასპორტის ვადის გაგრძელება შეიძლება კიდევ ხუთი წლით.

2.სამსახურებრივი პასპორტის მოქმედების ვადას აგრძე­ლებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 5. სამსახურებრივი პასპორტის შეცვლა, დაკარგული პასპორტის აღდგენა

1. სამსახურებრივი პასპორტის შეცვლა წარმოებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ამ დებულებით დადგენილი წესის თანახმად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;

ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას;

გ) ვიზისა და პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძე­ლებისათვის განსაზღვრული ფურცლის უქონლობისას;

დ) ხმარებისათვის უვარგისობის შემთხვევაში.

2. სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენის გამო პასპორტის შეცვლის დროს განაცხადს დამატებით დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთი (სახელის, გვარის გამოცვლის, დაბადების მოწმობის, ქორწინების მოწმობის ასლი და სხვა).

3. სამსახურებრივი პასპორტის უმნიშვნელო დაზიანების და აუცილებლობის შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ხდება პასპორტის ნამდვილობის დადასტურება. პასპორტის გვერდებზე ,,საგარეო საქმეთა სამინისტროს შენიშვნებისათვის” კეთდება ჩანაწერი ქართულ და ინგლისურ ენებზე ,,პასპორტს ენდეთ”, რომელიც მოწმდება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ბეჭდით და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

4. იმ სამსახურებრივი პასპორტის გამოცვლისას, რომელშიც არის სხვა სახელმწიფოს მოქმედი ვიზა, პასპორტის პირველ და 48-ე გვერდებზე ირტყმევა შტამპი ,,გაუქმებულია”. ძალადაკარგული პასპორტის გვერდებზე ,,საგარეო საქმეთა სამინისტროს შენიშვნისათვის” აღინიშნება, რომ მასში ჩაკრულია უცხო ქვეყნის მოქმედი ვიზა და პასპორტის მოქმედების ვადა გაგრძელებულია ვიზის მოქმედების ვადის გასვლამდე, კონკრეტული თარიღის მითითებით. აქვე მიეთითება ახალი პასპორტის ნომერი და გაცე­მის თარიღი. შენიშვნა მოწმდება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ბეჭდით და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

5. სამსახურებრივი პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში ეს გარემოება მაშინვე უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

6. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი უქმდება.

    მუხლი 6. ზოგადი დებულებები

1. თუ პირს ერთდროულად უხდება რამდენიმე სახელმწიფოში გამგზავრება და ვიზის მიღების პროცედურა არ იძლევა ერთ პასპორტში ვიზის გაფორმების შესაძლებლობას, გამონაკლისის სახით დაიშვება მეორე პასპორტის გაფორმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს სამსახურებრივი პასპორტის მფლობელს პასპორტში შეუტანოს არასრულწლოვანი შვილები დადგენილი ფორმით.

3. სამსახურებრივი პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, წაშლა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.

4. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ დებულებით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. დებულებაში ჩამოთვლილ არჩევით და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო ვადის ან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

საქართველოს ყველა უწყებამ, რომელიც შეიტანს შუამდგომლობას პასპორტის გაცემაზე, უნდა უზრუნველყოს მისი მფლობელის სხვა თანამდებობაზე გადასვლის ან სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში პასპორტის ჩამორთმევა და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისთვის გადაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აწვდის სათანადო ინფორმაციას საზღვრის დაცვის სამსახურს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ პირისათვის სამსახურებრივი პასპორტის ჩამორთმევა საზღვრის გადაკვეთისას და დაბრუნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.

6. სამსახურებრივი პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე ძალადაკარგული პასპორტები შეინახება და ნადგურდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც სამსახურებრივი პასპორტის მფლობელს აღარ ეკუთვნის სამსახურებრივი პასპორტი ან პასპორტის ყველა გვერდი შევსებულია და აქვს სურვილი დაიტოვოს სამსახურებრივი პასპორტი სახსოვრად, იწერება მსურველის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე. სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ხვრეტს სამსახურებრივი პასპორტის ყდებს და პასპორტის პირველ და 48-ე გვერდებზე ირტყმევა შტამპი ,,გაუქმებულია”, შემდეგ გადაეცემა მსურველს სახსოვრად.