„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 08/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 480.130.000.05.002.002
  • Word
331
06/07/2003
სსმ, 69, 08/07/2003
480.130.000.05.002.002
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №331

2003 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №15, გვ. 28) დამტკიცებული „საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულებაში“ და „საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ,,საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების“ II თავის მე-7 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს, სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებსა და საპარლამენტო მდივანს, საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებსა და მდივნის მოადგილეებს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორებს და მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ – სამორიგეო სამსახურის უფროსს, საქართველოს მინისტრებს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და "მშვიდობიანი კავკასიის" საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარეს, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის, საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსებს, მათ მოადგილეებსა და რეფერენტებს, საერთაშორისო სამართლის საკითხებში მთავარ კონსულტანტს, ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს – მიმართულების ხელმძღვანელს, საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს და აპარატის განყოფილების უფროსებს, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ქალაქ ფოთის ნავსადგურის უფროსს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანს, საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრს, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარ­ტამენტის თავმჯდომარეს, შპს ,,საქართველოს რკინიგზის“, სსიპ ,,საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის“, ,,სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის“, ,,საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელებს.“`

2. ,,საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების“ II თავის მე-7 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საქართველოს მინისტრების მოადგილეებს, სახელმწიფო კანცელარიის სამსახურების, განყოფილებების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მთავარ კონსულტანტებს, სამდივნოების უფროსებს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის მთავარ მრჩევლებს, მდივნის თანაშემწეს, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის მოადგილეს და ინსპექტორებს, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ – სამორიგეო სამსახურის უფროსის მოადგილეს და განყოფილების უფროსს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და "მშვიდობიანი კავკასიის" საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს, განყოფილებების უფროსებს, მათ მოადგილეებსა და რეფერენტებს, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებსა და აპარატის უფროსს, საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავჯდომარეს, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილეებს; საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის უფროსს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის უფროსსა და მოადგილეებს, საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს, ,,საქართველოს ეროვნული ზარაფხანის” დირექტორს, ამიერკავკასიაში ყაზახეთის რკინიგზის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეს“.

3. ,,საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების“ II თავის მე-7 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელს“.

ე. შევარდნაძე