„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

  • Word
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43(50), 10/09/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 480130000.05.002.000000
  • Word
522
02/09/1999
სსმ, 43(50), 10/09/1999
480130000.05.002.000000
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №522

1999 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორ­ტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს № 409 ბრძანებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:    

1. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „კ“ პუნქტი: „კ) ამ მუხლის „ბ“, „გ,“ „დ,“ „ე,“ „ვ,“ „ზ,“ „თ“ პუნქტებში ჩამოთვლილ პირთა მეუღლეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მეუღლითურთ ოფიციალური მოწვევის  წარდგენის შემდეგ, ოფიციალური მოწვევის ვადით“.

2. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს: „საქართველოს უმაღლესი დიპლო­მატიური რანგების მქონე პირებს დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ სამუდამოდ“.

3. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დებულებაში ჩამოთვლილ არჩევით და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ პირებს დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო ვადის ან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

საქართველოს ყველა უწყებამ, რომელიც შეიტანს შუამ­დგომლობას პასპორტის გაცემაზე, უზრუნველყოს მათი მფლობელების სხვა თანამდებობაზე  გადასვლის ან სამსახურიდან დათხოვნის შემ­თხვევაში პასპორტების ჩამორთმევა და მათი საგარეო საქმეთა სამი­ნისტროს საკონსულო დეპარტამენტისათვის გადაცემა“.

4. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დებულებაში ჩამოთვლილ არჩევით და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ პირებს დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო ვადის ან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

საქართველოს ყველა უწყებამ, რომელიც შეიტანს შუამ­დგომლობას პასპორტის გაცემაზე, უზრუნველყოს მათი მფლობელების სხვა თანამდებობაზე გადასვლის ან სამსახურიდან დათხოვნის შემთხვე­ვაში პასპორტების ჩამორთმევა და მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისათვის გადაცემა“.

ე. შევარდნაძე