დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებებში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 346 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 27/08/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 31/08/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 480130000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №346
2001 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებებში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულების მე-7 მუხლის „ე“ პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს და აპარატის განყოფილების უფროსებს“.
2. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართვველოს დიპლომატიური პასპორტის დებულების მე-7 მუხლის „ი“ პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის მუშაკებს“.
ე.შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები