„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 07/03/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 480.130.000.05.002.002
  • Word
71
05/03/2003
სსმ, 17, 07/03/2003
480.130.000.05.002.002
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №71

2003 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს 409 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების მე-2 თავის მე-7 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარეს, ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, სახელმწიფო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ გენერალურ დირექტორს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მდივანს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტს, თბილისის მეტროპოლიტენის უფროსს, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებს, ფინანსურ დირექტორს, საორგანიზაციო დირექტორს, სტრატეგიული დაგეგმარებისა და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სააქციო საზოგადოება ნავთობის ეროვნული კომპანია „საქნავთობის“ პრეზიდენტს, გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გენერალურ დირექტორს, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივნის მოადგილეებს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, პრეზიდენტის მოადგილეს და აკადემიკოს-მდივანს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ვიცე-პრეზიდენტსა და ასოციაციის პრეზიდენტის თანაშემწეს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს“.

ე. შევარდნაძე