„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/09/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 06/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 480130000.05.002.000000
  • Word
430
30/09/2000
სსმ, 91, 06/10/2000
480130000.05.002.000000
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №430

2000 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს დიპლომატიური  და  სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ დიპლომატიური პასპორტის დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს:

„საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანს“.

2. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორ­ტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს, სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარეს, ენის სახელმწიფო პალატის თავმჯ­დომარის მოადგილეებს, სახელმწიფო ავიაკომპანია „საქართ­ველოს ხაზების“ გენერალურ დირექტორს, საქართველოს ეროვნული ოლიმ­პიური კომიტეტის მდივანს, საქართველოს ეროვნული ოლიმ­პიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტს, თბილისის მეტროპოლიტენის უფროსს“, შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებს, ფინანსურ დირექ­ტორს, საორგანიზაციო დირექტორს, სტრატეგიული დაგეგმარებისა და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, უზრუნ­ველყოფის სამსახურის უფროსს; საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სააქციო საზოგადოება ნავთობის ეროვნულ კომპანია „საქნავთობის“ პრეზიდენტს, გენერალურ დირექტორსა და მის მოად­გილეებს; საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენე­რალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს;  რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გენე­რალურ დირექტორს; საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგული­რებელი ეროვნული კომისიის წევ­რებს; საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივნის მოადგილეებს; საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, პრეზიდენტის მოადგილეს და აკადემიკოს-მდივანს.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში სიტყვებს „საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენ­ლობე­ბის მუშაკებს“, შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ევროპისა და აზიის სახელმწიფოთა სავალო ასოციაციის მოქმედ გენერალურ მდივანს“.

ე. შევარდნაძე