დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის დებულებაში“ და „საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულებაში“ დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/01/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 17/01/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480130000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
2003 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის დებულებაში“ და „საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულებაში“ დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის დებულებაში“ და „საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) „საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულების“ მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვების – „საპარლამენტო მდივანს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები – „საპარლამენტო მდივნის მოადგილეს“;
ბ) „საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის დებულების მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსს“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები