ელექტროენერგეტიკის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირების ხელშეწყობის თაობაზე

  • Word
ელექტროენერგეტიკის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირების ხელშეწყობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.002.850
  • Word
534
22/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
300.280.000.05.002.850
ელექტროენერგეტიკის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირების ხელშეწყობის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №534

1997 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირების ხელშეწყობის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონი არის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი ელექტროენერგეტიკაში მიმდინარე ძირეული რეფორმების გზაზე. მან ხელი უნდა შეუწყოს დარგში საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სამართლიანი კონკურენციის დანერგვას. ამ კანონით საფუძველი ეყრება ელექტროენერგეტიკის დარგის მართვის ახალი სისტემის დანერგვას, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და მოხმარების რეგულირება და მათი ინტერესების დაბალანსება საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე.

ამ საპასუხისმგებლო ფუნქციის განსახორციელებლად „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელი, არასაბიუჯეტო, სახელმწიფო ორგანოს – საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შექმნას.

აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით და საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით:

1. გაუქმდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესანახი ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან სესხის სახით ერთი წლის ვადით გამოყოს 56750 (ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარი, სესხის სარგებლობისათვის 20 პროცენტის გადახდით წლიურზე გაანგარიშებით.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) და ქ. თბილისის მერიამ (ბ. შოშიტაიშვილი) ერთ თვეში უზრუნველყონ საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განთავსებისათვის 1500 (ათას ხუთასი) კვ. მეტრი ფართობის შესაბამისი შენობის გამოყოფა.

4. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია) შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველყოს აღნიშნული კომისია საჭირო ტელეკომუნიკაციური სისტემებით, მათ შორის, სამთავრობო, სატელიტური და სპეციალური კავშირებით.

5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.ზუბიტაშვილი) „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ კანონს შეუსაბამოს სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და საწარმოების დებულებები.

6. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების“ მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ე) ქვეპუნქტს დაემატოს: „საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები“.

7. გაუქმებულად ჩაითვალოს:

ა) „ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 ივლისის №437 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები;

ბ) „საქართველოს რესპუბლიკის საქენერგოს დეპარტამენტის სისტემაში მძიმე ფინანსური მდგომარეობის დაძლევის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 5 ოქტომბრის №407 ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №136 ბრძანებულების მე-5 მუხლი;

გ) „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 ნოემბრის №734 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შექმნილი ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 აგვისტოს №182 განკარგულება.

8. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ.

ე. შევარდნაძე