„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 480130000.05.002.000000
  • Word
528
17/09/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1998
480130000.05.002.000000
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 528   

1998 წლის 17 სექტემბერი  

ქ.თბილისი

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ" საქართველოს  პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მიღებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება და საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს 409 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების მე-7 პუნქტს დაემატოს:

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეებს;“;

2. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების მე-7 პუნქტს დაემატოს:

უცხოეთის ქვეყნებში წარგზავნილ საქართველოს ტელერადიოკორპორაციისა და გაზეთების საკუთარ კორესპონდენტებს, რომლებიც აკრედიტებულ იქნებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.“.

ე. შევარდნაძე