„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 17/05/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 480130000.05.002.000000
  • Word
192
14/05/2001
სსმ, 51, 17/05/2001
480130000.05.002.000000
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №192

2001 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის  9 აგვისტოს № 409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

ა) II მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ქალაქ ფოთის ნავსადგურის უფროსს“.

ბ) II მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „საერთაშორისო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებისა და მასთან დაკავშირებული სატელეკომუნიკაციო საქმიანობის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს“.

2. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) II მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვების „სამსახურების, განყოფილებების უფროსებსა და მათ მოადგილეებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „მთავარ კონსულტანტებს“.

ბ) II მუხლის მე-7 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „უცხოეთის ქვეყნებში წარგზავნილ საქართველოს ტელერადიოკორპორაციისა და გაზეთების საკუთარ კორესპონდენტებს, რომლებიც აკრედიტებული იქნებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

 გ) II მუხლის მე-7 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს“.

დ) II მუხლის მე-7 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში სიტყვების „სამხედრო მისიათა თანამშრომლებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „უცხოეთის ქვეყნებში წარგზავნილ საქართველოს ტელერადიოკორპორაციისა და გაზეთების საკუთარ კორესპონდენტებს, რომლებიც აკრედიტებული იქნებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

ე. შევარდნაძე