დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 34 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 019002020.35.153.016348 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2016 - 13/01/2017)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტი“ დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები 9 404.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 7 500,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები 280.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 624.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 8 140.9 ათ ასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1 067.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1 367.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 300.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 196.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-196.0) ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 110,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებელის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 280,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 154,3 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 125,7 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევის და მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა -შენახვა, სკვერების, მოედნების და საცხოვრებელი უბნების, ეზოების კეთილმოწყობის ღონისძიებები, დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2017 წელს დაიგეგმა სოფ. წეროვნის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში ასფალტიანი გზის მოწყობა; წეროვნის საბავშვო ბაღთან გზის მიყვანა; ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება სოფლების გზებზე: საგურამო, წეროვანი, ნატახტარი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია. 2.2.1 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯის დაფინანსება. 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება, დეზინფექცია და რეაბილიტაცია; სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკი-ს მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით. 2017 წელს დაიგეგმა სოფ. მუხრანში სასამელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სოფ. ბიწმენდში უბნების სასმელი წყლის შიდა დაქსელვის სამუშაოები; სოფ. წილკანში სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა. 2.2.4 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ესპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდება სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა. 2.2.5 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. 2.2.6 სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად. 2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.3.1 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საექსპერტო მომსახურების ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის, გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების, საბავშვო ბაღების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისდა მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვა პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. 2.3.2 კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების, გარე განათებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. 2.3.3 სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია; 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშერწყობა (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 17 საბავშვო ბაღიდან ფუნქციონირებს 13 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 1 420 აღსაზრდელი. სარემონტოდაა დახურული: ქსნის №1, მუხრანის №2, ერედის, ნიჩბისის ბაგა-ბაღები. 2017 წელს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის შემდეგ აღსაზრდელთა რაოდენობა 1760-მდე გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ხელფასებს, აღსაზრდელთა კვების ხარჯებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 2017 წელს დაიგეგმა სოფ. საგურამოში საბავშვო ბაღზე მიშენება. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება ა(ა)იპ „თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს: Ø კულტურის ადმინისტრაციას, რომელშიც გაერთიანებულია მუხრანის კულტურის სახლი, ერედის, ნატახტრის და ქსნის კლუბები; Ø საგურამოს დავით თორაძის სახელობის და ქსნის მუსიკალურ სკოლებს; Ø საბიბლიოთეკო ადმინისტრაციას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოთეკებს სოფლებში: ნატახტარი, ერედა, მუხრანი, ქსოვრისის, ქსნის, მისაქციელი, საგურამო, ძეგვი. 4.2.2 მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“. 4.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: Ø არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; Ø დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; Ø მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; Ø სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; Ø ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2 1 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სტიქიით, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სამშენებლო მასალებით დახმარება, მოსახლეობისთვის შეშის შეძენა, სკოლამდელი და უნარშეზღუდული ბავშვების ტრანსპორტირება. 5.2.2 მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციების ხარჯების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება, კერძოდ: Ø 0-დან 500 ლარის ჩათვლით – 100%-ით; Ø 501-დან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა; Ø 1001-დან 2000 ლარის ჩათვლით – 50%-ით, მაგრამ არანაკლებ 700 ლარისა; Ø 2001-დან 4000 ლარის ჩათვლით – 40%-ით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა; Ø 4001-დან 15000 ლარის ჩათვლით – 30%-ით, მაგრამ არანაკლებ 1600 ლარისა; 5.2.3 ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირებისთვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, არიან უმუშევრები, დაბალშემოსავლიანები, მძიმე ავადმყოფები, უსახლკაროები, მარტოხელა მოხუცებულები, სტიქიის და სხვა მიზეზთა გამო დაზარალებულნი, დახმარება ერთჯერადია და შეადგენს 100 ლარს. 5.2.4 ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: Ø ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება Ø მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება. 5.2.5 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების ფინანსური დახმარება. 5.2.6 ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“, დაგეგმილია საინვესტიციო პროექტების, საგრანტო განაცხადების მომზადების ორგანიზება საერთაშორისო ჰუმანიტარულ და სხვა ორგანიზაციებისათვის წარსადგენად მათგან ინვესტიციების, დახმარებების და გრანტების მოზიდვის მიზნით. 5.2.7 მცხეთა-მთიანეთის რეგიუნული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამა მოიცავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, მდგრადი/მწვანე განვითარების ხელშეწყობის მიზნით ა(ა)იპ – „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ფინანსურ მხარდაჭერას. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები