დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016353 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებით (სსმ, 22/12/2016წ., 019002020.35.153.016348) დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 8 962,7 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; დ) მე-8 მუხლი და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3 949,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 247,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -3 508,0 ათასი ლარის ოდენობით.“; ზ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -3 720,6 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3 720,6 ათასი ლარის ოდენობით. თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები თ) მე-16-ე მუხლის მე-2 პუნქტის 2.1, 2.2.3, 2.2.5, 2.2.7 და 2.5.3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2017 წელს დასრულდება კევლიანის ბოგირის და გზების რეაბილიტაცია სოფლებში: მუხდაგვერდი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ვაზიანი. დაგეგმილია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზებზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება სოფლებში: საგურამო, წეროვანი, ნატახტარი; გზების რეაბილიტაცია სოფლებში: აღდგომლიანთკარი, ციხისძირი, მუხათგვერდი, ხოდაბუნები; წეროვნის საბავშვო ბაღთან გზის მიყვანა; განხორციელდება შემდეგი რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება: სოფ. წეროვნის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში გზის მოასფალტება; შიდა გზების რეაბილიტაცია სოფლებში ჯიღაურა, ბიწმენდი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი,მუხრანი, ძველი ქანდა, ზემო ნიჩბისი, მისაქციელი, ახალუბანი, წეროვანი, ჩარდახი. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება, დეზინფექცია და რეაბილიტაცია; სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკი-ს მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით. ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: გალავანი, საგურამო, ვაზიანი, წეროვანი, ერედა, ახალდაბა, აღდგომლიანთკარი, ქსოვრისი, ნიჩბისი, ზაქარო, სასხორი, ძალისი, ბიწმენდი, ჭილაანთკარი, ჩარდახი, ახალსოფელი; 2017 წელს დაგეგმილია სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა და უბნების დაქსელვა სასმელი წყლის სისტემით სოფლებში: წილანი, მისაქციელი, ზემო ნიჩბისი; განხორციელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება: მუხრანი, სასხორი, ლისი, წოდორეთი, ბიწმენდი, ძეგვი, ახალი ნიჩბისი. 2.2.5 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ესპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდება სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა. მიმდინარე წელს დაგეგმილია ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: ნავდარაანთკარი, ჯიღაურა, ერედა; 2.2.7 სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად. მიმდინარე წელს დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწყობის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: საგურამო, წილკანი, წეროვანი. 2.5.3 სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია; მიმდინარე წელს დასრულდება მინი სტადიონის მოწყობა სოფ. მუხრანში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში ცხინვალთან გმირულად დაღუპული მებრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობა სოფ. საგურამოში; დაგეგმილია მინი სტადიონების მოწყობის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: წეროვანი, ძეგვი, ქსანი, ვაზიანი;. ი) მე-16-ე მუხლის მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობის მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება; 2017 წელს დაგეგმილია სოფ. ნატახტარში საბავშვო ბაღის მშენებლობის და სოფ. ლისის და საგურამოს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება.“; კ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები