დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის #34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016356 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებით (სსმ, 22/12/2016 წელი; 019002020.35.153.016348) დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით ათას ლარებში
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ა თას ლარებში
გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11,506.7 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2,382.7 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8,560.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ვ) მე-8 მუხლი და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6,485.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
ა) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6,783.6 ათასი ლარის ოდენობით თანდართულირედაქციით: ათას ლარებში
ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები თ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.2, 2.2.6 და 2.5.2 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი. დაგეგმილია საკანალიზაციო სისტემის მოწყობა სოფ. მისაქციელის საბავშვო ბაღში. 1. მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. დაგეგმილია სოფ. წეროვანში საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა, სოფ. ნიჩბისის ადმინისტრაციული შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია, მუნიციპალური შენობების კომუნიკაციების ქსელში ჩართვა, სამხედრო გაწვევის სამსახურის შენობის რემონტი ქ. მცხეთაში, ამბულატორიების რემონტი სოფლებში: წილკანი, პატარა ქანდა, საგურამო, ვაზიანი. 2.5.2 კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ თვითმმართველი თემის „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. ი) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები