დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016358 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებით (სსმ, 22/12/2016 წელი; 019002020.35.153.016348) დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8,827.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; დ) მე-8 მუხლი და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6,218.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
ა) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6,516.9 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3,538,9) ათასი ლარის ოდენობით.“. ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-211.7) ათასი ლარის ოდენობით. 1. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება (-211.7) ათასი ლარის ოდენობით.“. თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები თ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2017 წელს დასრულდება კევლიანის ბოგირის რეაბილიტაცია. დაგეგმილია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზებზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება სოფლებში: საგურამო, წეროვანი, ნატახტარი; გზების მოხრეშვა სოფლებში: მუხათგვერდი, ხოდაბუნები, აღდგომლიანთკარი, ვაზიანი, საგურამო, ქსოვრისი, არაშენდა, ლისი, ნაფეტვრები, ძეგვი. განხორციელდება გზების რეაბილიტაციის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: ჯიღაურა, ბიწმენდი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, მუხრანი, ძველი ქანდა, ზემო ნიჩბისი, მისაქციელი, ახალუბანი, წეროვანი, ჩარდახი. ი) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები