დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 019002020.35.153.016368 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებით (სსმ, 22/12/2016 წ., 019002020.35.153.016348) დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9,526.4 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
დ) მე-8 მუხლი და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7,897.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
ა) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8,195.6 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 4,615.5 ათასი ლარის ოდენობით. ზ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 4,827.2 ათასი ლარის ოდენობით. 1. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 4,827.2 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 16. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2017 წელს დასრულდება კევლიანის ბოგირის რეაბილიტაცია. დაგეგმილია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზებზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება სოფლებში: საგურამო, წეროვანი, ნატახტარი; გზების მოხრეშვა სოფლებში: მუხათგვერდი, ხოდაბუნები, აღდგომლიანთკარი, ვაზიანი, საგურამო, ქსოვრისი, არაშენდა, ლისი, ნაფეტვრები, ძეგვი, ფრეზეთი. განხორციელდება გზების რეაბილიტაციის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: ჯიღაურა, ბიწმენდი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, მუხრანი, ძველი ქანდა, ზემო ნიჩბისი, მისაქციელი, ახალუბანი, წეროვანი, ჩარდახი. დაგეგმილია გზების რეაბილიტაციის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი ინფრაპროექტების თანადაფინანსება: სოფ. კევლიანში და სოფ. ახალდაბაში ბოგირების მშენებლობა, გზის რეაბილიტაცია სოფ. ზემო ნიჩბისში. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯის დაფინანსება. 2017 წელს დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა სოფლებში: მამკოდა, ცხვარიჭამია, ბიწმენდი, ლელუბანი, მშრალხევი, ქსოვრისი, აღდგომლიანთკარი, ახალუბანი, ნაფეტვრები, ნიჩბისი, ძალისი, ლისი, პატარა ქანდა, ახალსოფელი. 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი. დაგეგმილია საკანალიზაციო სისტემის მოწყობა სოფ. მისაქციელის საბავშვო ბაღში, სოფ. ახალუბნის ახალგაზრდულ ცენტრში. 2.2.6 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. დაგეგმილია სოფ. წეროვნის, მუხრანის და ერედის საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, სოფ. ნიჩბისის ადმინისტრაციული შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია, მუნიციპალური შენობების კომუნიკაციების ქსელში ჩართვა, კომისარიატის შენობის რემონტი, საგურამოს მუსიკალური სკოლის რემონტი, ამბულატორიების რემონტი სოფლებში: წილკანი, პატარა ქანდა, საგურამო, ვაზიანი. 2.3 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში 2015, 2016 და 2017 წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. ი) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები