დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის #34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016363 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №
34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №
34 დადგენილებით (სსმ, 22/12/2016 წელი; 019002020.35.153.016348) დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12,466,0 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“; დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3,342.0 ათასი ლარის ოდენობით:
“; ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9,429.5 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; ვ) მე-8 მუხლი და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7,577.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
ა) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7,875.9 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; თ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებელის გადაწყვეტილებების შესაბამისად.“; ი) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.2, 2.5.1, 2.5.3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი. დაგეგმილია სოფ. მისაქციელის საბავშვო ბაღში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის საკანალიზაციო სისტემის და წყაროს მოწყობა.“. „2.5.1 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის, გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების, საბავშვო ბაღების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვა პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.“. „2.5.3 სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დასრულდება მინისტადიონის მოწყობა სოფ. მუხრანში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში ცხინვალთან გმირულად დაღუპული მებრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობა სოფ. საგურამოში. დაგეგმილია სოფ. წილკანში ძველ სკოლასთან მინისტადიონის მოწყობა, სოფ.ძალისის და სოფ. მისაქციელის მინისტადიონების სარემონტო სამუშაოები, სოფ. ძეგვში სკვერის მოწყობა, მინისტადიონების მოწყობის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: წეროვანი, ძეგვი, ქსანი, ვაზიანი.“; კ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის 4.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. მიმდინარე წელს დაგეგმილია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების და საზოგადოებრივი ტუალეტისთვის წყლის რეზერვუარის მოწყობა.“; ლ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები